მარადიდის ჯამე
მარადიდის ჯამე — არქიტექტურული ძეგლი, ქვის ორსართულიანი ჯამე. მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში. თარიღდება XX საუკუნის დასაწყისით.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაქვით ნაშენი ჯამე, არქიტექტურულ-მხატვრული იერსახით, რეგიონისათვის ტრადიციული ხის მეჩეთების ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ნაწილია, აჭარული საცხოვრებელი სახლის სახესხვაობის შენარჩუნებით. სწორკუთხა გეგმარების ორსართულიანი ჯამე, ნახევარსარდაფსა და ორსინათლიან სამლოცველო დარბაზს მოიცავს, რომლის ინტერიერიც ცენტრალურ ნაწილში დაბალი გუმბათით არის გადახურული. აღსანიშნავია ინტერიერის მხატვრული გაფორმება, რომელიც, უმეტესად, მცენარეულ მოტივებზე დაფუძნებულ ხეზე კვეთილობის ოსტატობას წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11670