მანფრედონიის ყურე

მანფრედონიის ყურე (იტალ. Golfo di Manfredonia) — ყურე ადრიატიკის ზღვაში, იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. მის ჩრდილოეთ საზღვარს აყალიბებს მონტე-გარგანოს ნახევარკუნძლი, სამხრეთს კი აპულიის სანაპირო. ყურეში რამდენიმე მდინარე ჩაედინება, მათ შორისაა კარაპელე და ჩერვარო. სახელი ეწოდა ქალაქ მანფრედონიისგან. სანაპიროს გასწვრივ ჭაობებია.

მანფრედონიის ყურის თანამგზავრული ფოტო

სანაპირო ხაზის სიგრძე 60 კმ-ს შეადგენს ყურის ჩრდილოეთი ნაწილი კლდოვანია, ულამაზესი ზღვის კლიფებითა და ქვიშით, რომლის ცენტრშიც მოკლე-მოკლე ჭაობები ვრცელდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება