მანუჩაჰრ I
მანუჩაჰრ I, აგრეთვე ცნობილი როგორც მანუჩაჰრ იბნ იაზიდი (დ. ? — გ. 1034, შემახა) — შირვანის მე-11 შაჰი ქესრანიდების დინასტიიდან.
მანუჩაჰრ I | |
---|---|
შირვანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1027 |
მმართ. დასასრული: | 1034 |
წინამორბედი: | იაზიდ II |
მემკვიდრე: | ალი II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1034 |
გარდ. ადგილი: | შემახა |
შვილები: | ჰურმუზ იბნ მანუჩაჰრი |
დინასტია: | ქესრანიდები |
მამა: | იაზიდ II |
რელიგია: | ისლამი |
ეროვნება: | არაბი |
მმართველობა
რედაქტირებაიაზიდ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1027 წელს, შირვანშაჰის თანამდებობა მანუჩაჰრ I-მა დაიკავა. 1029 წელს, მან დერბენტის ჰაშმიდებს ომი გამოუცხადა, თუმცა, ჰაშმიდთა არმიამ მანუჩაჰრი დაამარცხა, მისი მიწები კი გაძარცვა და გაანადგურა. 1030 წელს, შირვანშაჰთა სამეფოში რუსები შეიჭრნენ. შირვანშაჰმა სცადა მათი მოგერიება, მაგრამ იგი ბაქოში სასტიკად დამარცხდა. მოგვიანებით, მანუჩაჰრ I-მა რუსების შესაჩერებლად მდინარე არაქსი გადაკეტა. თუმცა, შედეგად მრავალი მუსლიმი ადამიანი დაიღუპა[1].
გარკვეული დროის შემდეგ, შირვანშაჰმა საბოლოოდ მოახერხა რუსების განდევნა[2]. 1032 წელს, გაერთიანებულმა არმიამ სარირიდან და ალანიიდან, შირვანი დაიპყრო და აიღო მისი დედაქალაქი — შემახა. შირვანიდან გასვლის პერიოდში, მათ დერბენტში მცხოვრებმა ხალხმა ბრძოლა გამოუცხადა და დაამარცხა[3].
გარდაცვალება
რედაქტირება1034 წელს, მანუჩაჰრ I-ს საკუთარმა ძმამ — ალი II-მ უღალატა და სასიკვდილოდ დაჭრა[3]. მანუჩაჰრის გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი ალი II გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Madelung, W. (1975). „The Minor Dynasties of Northern Iran“, The Cambridge History of Iran, Volume 4: From the Arab Invasion to the Saljuqs. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 198–249. ISBN 978-0-521-20093-6.
- Minorsky, Vladimir (1958). A History of Sharvān and Darband in the 10th-11th Centuries. University of Michigan, გვ. 1–219. ISBN 978-1-84511-645-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Minorsky 1958, p. 31.
- ↑ Madelung 1975, p. 248.
- ↑ 3.0 3.1 Minorsky 1958, p. 32.
მანუჩაჰრ I დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1034
| ||
წინამორბედი: იაზიდ II |
შირვანშაჰი 1027-1034 |
შემდეგი: ალი II |