მანურიპის პროვინცია
მანურიპი — პროვინცია ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა მდინარე მანურიპისგან, რომელიც მის ტერიტორიაზე გაედინება.
პროვინცია | |
---|---|
მანურიპის პროვინცია Provincia Manuripi | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | Puerto Rico |
კოორდინატები | 11°40′00″ ს. გ. 68°20′00″ დ. გ. / 11.66667° ს. გ. 68.33333° დ. გ. |
ფართობი | 22 461 კმ² |
მოსახლეობა | 8 230 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 0.4 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCBOT (UTC-4) |
მდებარეობს ბოლივიის ამაზონის დაბლობზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმულია 370 კმ-ზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 22 461 კმ²-ია.
მოსახლეობა
რედაქტირებაბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა 40 %-ით გაიზარდა. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 8 230 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 10 164 უნდა გამხდარიყო.
- მოსახლეობის 47.7 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. (1992)
- მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 98.0 % ესპანურად ლაპარაკობს; 0.4 % კეჩუაზე, 0.2 % აიმარაზე (1992)
- მოსახლეობის 91.0 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 68.5 %-ს სასმელი წყალი. (1992)
- წერა-კითხვის მცოდნეა 75.4 % (1992)
- მორწმუნეთა 84.4 % კათოლიკეა, 14.6 % პროტესტანტი. (1992)
დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია პუერტო-რიკო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროვინციის რუკა დაარქივებული 2012-04-27 საიტზე Wayback Machine.
- ბოლივიის სტატისტიკის ეროვნული ისნტიტუტი
- პანდოს დეპარტამენტის სოციალური მონაცემები