მანუელ აარონი (ინგლ. Manuel Aaron; დ. 30 დეკემბერი, 1935, ტაუნგუ, ახლანდ. მიანმარი) — ინდოელი მოჭადრაკე; ინდოეთის პირველი საერთაშორისო ოსტატი (1961). სრულიად ინდოეთის ჭადრაკის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი, ფიდეს ცენტრალური კომიტეტის წევრი (1986-დან). აზიაში პირველი საჭადრაკო ჟურნალის „Chess Mate“ საპატიო რედაქტორი. ინდოეთის 9-გზის ჩემპიონი (1959–1980). სტოკჰოლმის ზონათაშორისი ტურნირის მონაწილე (1962), დაიკავა 23-ე ადგილი, დაამარცხა ლაიოშ პორტიში და ვოლფგანგ ულმანი. აზიის ქვეყნების საერთაშორისო ტურნირზე (აშხაბადი, 1961) გაინაწილა მე-5–6 ადგილი.[1]

მანუელ აარონი
ქვეყანა (სპორტი) ინდოეთის დროშა ინდოეთი
ეროვნება ინდოელი
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი, 1935(1935-12-30) (88 წლის)
დაბადების ადგილი ტაუნგუ, ბრიტანეთის ბირმა, ბრიტანეთის ინდოეთი
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი
მაქსიმალური რეიტინგი 2415 (1981)
ჯილდოები და პრემიები არჯუნას პრემია
  1. Аарон Мануэль // Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 7, 621 c.