მანსუმ იბრაჰიმოვი

მანსუმ ისრაფილ-ოღლუ იბრაჰიმოვი (აზერ. Mənsum İsrafil oğlu İbrahimov; დ. 1 ოქტომბერი, 1960, იმამყულუბეილი, აღდამის რაიონი) — აზერბაიჯანის სახალხო მომღერალი, ჰანენდე, მუღამების შემსრულებელი, თეატრისა და კინოს არტისტი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1998), აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2005).

მანსუმ იბრაჰიმოვი
აზერ. Mənsum İbrahimov

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1960 (1960-10-01) (64 წლის)
დაბ. ადგილი İmamqulubəyli (village), Agdam
წარმოშობა იმამყულუბეილი, აღდამის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი მუღამი
საქმიანობა ჰანენდე, მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1987—დღემდე
მანსუმ იბრაჰიმოვი ვიკისაწყობში

1982–1987 წლებში სწავლობდა ბაქოს მუსიკალურ ტექნიკუმში. 1993 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მუღამის განვითარებასა და ახალ ჰანენდეთა აღზრდაში თავისი წვლილი შეიტანა. ცნობილი თეატრალური როლებს შორისაა — მეჯნუნი სპექტაკლში „ლეილა და მეჯნუნი“ (ბაქო, მ. ფ. ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი).

2002 წლიდან გადაღებულია 4 კინო- და ტელეფილმში. „მუღამის“ სატელევიზიო მუსიკალური კონკურსების ჟიურის წევრი (2005, 2007).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება