მანსორ იბნ-ჯაფარითბილისის საამიროს მეორე ამირა 914–952 წწ. ჯაფარიანების დინასტიიდან, ჯაფარ I იბნ-ალის ძე. მისი არსებობა დასტურდება ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით. ეს იყო თბილისის პირველი ამირა, რომელმაც თავისი სახელით მოჭრა ფული. მისი სახელი, ხალიფა მუტის სახელთან ერთად, აღნიშნულია ჰიჯრით 342 და 343 წლებში (ე.ი 953/954 და 954/955 წწ.) თბილისში მოჭრილი არაბული ვერცხლის დირჰემებზე. ხალიფას სახელით მოჭრილი უკანასკნელი ჩვენთვის ცნობილი თბილისური დირჰემი 942/943 წლისაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008