მანკოვო-კალიტვენსკოეს სამების ეკლესია

მანკოვო-კალიტვენსკოეს სამების ეკლესია (რუს. Церковь Троицы Живоначальной) — მართლმადიდებლური ეკლესია ჩერტკოვის რაიონის სტანიცა მანკოვო-კალიტვენსკოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მანკოვო-კალიტვენსკოეს სამების ეკლესია
მანკოვო-კალიტვენსკოეს სამების ეკლესია — რუსეთი
მანკოვო-კალიტვენსკოეს სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა მანკოვო-კალიტვენსკოე
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1891-1894

მისამართი: 346009, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ჩერტკოვის რაიონი, სტანიცა მანკოვო-კალიტვენსკოე.

ისტორია რედაქტირება

  გარე სურათები
  მანკოვო-კალიტვენსკოეს სამების ეკლესია

1889 წლის აპრილში სლობოდების უსტ-მელოვაია-მანკოვოს, მანკოვო-კალიტვენსკაიის, სოფელკუტეინიკოვ-კამიშენსკის, შჩედროვო-კალიტვენსკაიის და ნოვო-ივანოვსკის მაცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს დონის სასულიერო კონსისტერიას, ნება დაერთოთ მათთვის აეშენებინათ ახალი ქვის ეკლესია სლობოდა უსტ-მელოვაია-მანკოვოში (ამჟამად სოფელი მანკოვო-კალიტვენსკაია). ამ დროისთვის ძველი ხის ეკლესია, რომელიც აგებული იყო 1774 წელს დაძველდა.

1886 წლის შემოდგომაზე სლობოდა მანკოვო-კალიტვენსკაიაში შეარჩიეს ადგილი ეკლესიის მშენებლობისთვის. შეარჩიეს სოფლის ცენტრში მდებარე ეკლესიის მოედანი.

1887 წლის 20 ივლისს ეკლესიის მშენებლობისათვის აკურთხეს შერჩეული ადგილი და დაიწყო მშენებლობა. სლობოდა მანკოვოს ყველა მოქალაქეს შეჰქონდა თავისი წვლილი ეკლესიის მშენებლობაში. 1888 წელს დასრულდა ფუნდამენტის მშენებლობა. 1889 წელს ამოიყვანეს კედლებიც. 1891 წელს დაიწყეს დამატებითი შემოწირულობის მოძიება ტაძრის მშენებლობის დასასრულებლად. დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა მაკარიმ ნება დართო შემოწირულობები შეგროვებია კიდევ ერთი წლით. ამავე დროს მშენებლობაში ჩაერთნენ მეცენატები.

1894 წლის ოქტომბერში ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს. ახალი ეკლესია აკურთხეს 1894 წლის 24 ოქტომბერს.

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე, მარჯვენა - ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ეკლესიაში ინახება ხატი ღვთისმშობლის ამაღლების გამოსახულებით.

მანკოვო-კალიტვენსკოეს სამების ეკლესია გადაურჩა XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებსა და მეორე მსოფლიო ომს. ეკლესია აღწერა მიხეილ შოლოხოვმა რომანში „წყნარი დონი“.

ამჟამად ეკლესიასთან მუშაობს სამრევლო- საკვირაო სკოლა. ეკლესიის წინამძღვარია ანტონი (ბერეჟნოი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება