მანი (ესპ. Maní) — პატარა ქალაქი მექსიკაში, იუკატანის შტატში. ეს ტერიტორია მასიურად დასახლებულ იქნა დაახლოებით 4 000 წლის წინ. დაახლოებით XIII საუკუნეში, მანი გახდა მაიას ტუტალ შიუს დინასტიის ცენტრი, რომლებმაც უშმალიდან დედაქალაქი აქ გადმოიტანეს. ხიუ წარმოადგენდა გაბატონებულ სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც 1441 წელს მაიაპანი დაეცა.

ქალაქი
მანი
ესპ. Maní
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
კოორდინატები 20°23′11″ ჩ. გ. 89°23′25″ დ. გ. / 20.38639° ჩ. გ. 89.39028° დ. გ. / 20.38639; -89.39028
პირველი ხსენება 1562
ცენტრის სიმაღლე 20 მეტრი
მოსახლეობა 4 146 (2010)[1]
სასაათო სარტყელი ცენტრალური სარტყლის დრო და UTC−6
სატელეფონო კოდი 997
საფოსტო ინდექსი 97850
მანი (იუკატანი) — მექსიკა
მანი (იუკატანი)

ესპანელების მოსვლის შემდეგ, შიუს მმართველობა მათი მოკავშირე გახდა და დაეხმარა იუკატანის ნახევარკუნძულის დაპყრობაში.

1549 წელს, ესპანელებმა აქ დააარსეს ფრანცისკანელთა მონასტერი. მის მშენებლობაში გამოიყენეს მანის კოლუმბამდელი არქიტექტურის ქვები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება