მანიჩსკაიის პარასკევას ეკლესია
მანიჩსკაიის პარასკევას ეკლესია (რუს. Церковь Параскевы) — მართლმადიდებლური ეკლესია ბაგაევის რაიონის სტანიცა მანიჩსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 1904 წელს არქიტექტორ ილია ზლობინის პროექტის მიხედვით[1]. წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდეობის ძეგლს[2].
მანიჩსკაიის პარასკევას ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | მანიჩსკაია |
სასულიერო სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ილია ზლობინი |
თარიღდება | 1904 |
ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ბაგაევის რაიონი, სტანიცა მანიჩსკაია.
ისტორია რედაქტირება
პირველად პარასკევას ეკლესია მოიხსენიება 1748 წელს, რომლის დაძველების შემდეგ 1763 წელს ააგეს და აკურთხეს მეორედ. მეორე ეკლესია 1801-1805 წლებში დაშალეს, გადაიტანეს სხვა ადგილზე და კვლავ ააგეს. 1862-1891 წლებში ეკლესიასთან მოქმედებდა საეკლესიო-სამრევლო სასწავლებელი. 1891 წლიდან კი მოქმედებდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.
ქვის ეკლესია წმინდა პარასკევას სახელზე (რომელიც ოჯახების მფარველად ითვლება) ააგეს 1878 წელს[3] (სხვა მონაცემებით 1897[4] ან 1893[2] წელს). 1904 წელს სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და ეკლესია აკურთხეს.
1934 წელს ეკლესია დახურეს და გაძარცვეს, ოფიციალურად ეკლესია დახურეს 1936 წლის1 ივნისს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ღვთისმსახურება კვლავ მიმდინარეობდა[4]. შემდეგ იგი გამოიყენებოდა როგორც ხორბლის საცავი. ხელისუფლებაში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ ეკლესიის სამრეკლო დაანგრიეს და მისი აგური სხვა შენობებისთვის გამოიყენეს[3].
1989 წელს დარეგისტრირდა სოფლის რელიგიური ორგანიზაცია. 1990 წელს მასში აღსდგა ღვთისმსახურება. 2001 წლიდან, როდესაც ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა მამა ალექსანდრე, ეკლესიაში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები[3]. 2006 წელს მამა ალექსანდრეს დამსახურებით ეკლესიასთან გაიხსნა ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი, სადაც ღებულობდნენ 16-30 წლის ასაკის ახალგაზრდებს, სულ 50 კაცს. საგზური უფასო იყო. 2006 წელსვე ეკელსიასთან გაიხსნა საბავშვო სახლი „წმინდა პარასკევა“.
2007 წელს გაიხსნა სამკურნალო წყარო, რომელზეც ააგეს სამლოცველო. ეკლესიის დღესასწაულზე 2009 წლის 9 აგვისტოს, პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს, ეკლესიაში აღესრულა პირველი საღვთო ლიტურგია მთავარ ეკვდერში. 2013 წელს შახტინის ეპისკოპოსის ეგნატეს კურთხევით ეკლესიამ მიიღო საეპარქიო მონასტრის სტსტუსი[5].
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Манычская|Церковь Параскевы Пятницы. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
- ↑ 2.0 2.1 Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
- ↑ 3.0 3.1 3.2 .. Храм в Манычской. donpravtv.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-28. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
- ↑ 4.0 4.1 „Исторические сведения о приходе святой Параскевы - Социальный блок Шахтинской епархии“. Социальный блок Шахтинской епархии (რუსული). 2015-02-24. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
- ↑ „Исторические сведения о приходе святой Параскевы - Социальный блок Шахтинской епархии“. Социальный блок Шахтинской епархии (რუსული). 2015-02-24. ციტირების თარიღი: 2017-02-02.