მანის ქვა
მანის ქვები არის ქვის დაფები ან კენჭები, რომლებზეც ამოტვიფრულია ავალოკიტეშვარას ექვს მარცვლიანი მანტრა - ომ მანი პადმე ჰუმ. ეს ტერმინი აგრეთვე იხმარება სხვა მანტრებიანი ან რელიგიური ორნამენტებიანი ქვების გამოსახატავად. ქვები ძირითადად გზისპირას ან მდინარეებთან დევს ხოლმე, ან ერთადაა შეჯგუფებული ყრილად ან კედლად. მანის ქვები არის რელიგიური ჩინტამანის ფორმა.
მანის კედლები
რედაქტირებაიმ რეგიონებში, სადაც ტიბეტური ბუდიზმის გავლენაა, მოგზაური შეიძლება გადაეყაროს მანის კედლებს. ეს ქვის სტრუქტურები შედგება დახვეწილად ამოკვეთილი ქვის დაფებისგან, ძირითადად წარწერით - „ომ მანი პადმე ჰუნგ“. ბუდისტური დოქტრინის მიხედვით, ეს ქვები უნდა იყოს მარცხნივ, დედამიწისა და სამყაროს ტრიალის შესაბამისად.
ხშირად ქვები განლაგებულია ტაძართან ან ჩორტენთან ახლოს, ზოგჯერ კი მათგან რამდენიმე მეტრით ან კილომეტრითაა დაშორებული. წარწერები ტიბეტური შრიფტითაა ამოტვიფრული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უდიდესი მანის ქვა ჩინეთში დაარქივებული 2007-03-24 საიტზე Wayback Machine.
- მანის ქვების საიტი დაარქივებული 2010-12-29 საიტზე Wayback Machine.