მანველიშვილები
მანველიშვილები[1] — ქართული დიდებული საგვარეულო, რომელიც ვახტანგ VI-სთან ერთად გადაიხვეწა რუსეთში. თავიდან სახლობდნენ გურიის სამთავროში, სადაც XIX საუკუნის შუა ხანებამდე არაპრივილეგირებულები იყვნენ. ვახტანგ VI-ის სიგელში (1725 წ. 21 აგვისტო) მოიხსენიებიან გურულ თავადებად. ზოგიერთი მონაცემის თანახმად მინიჭებული ჰქონდათ „დიდი აზნაურის“ წოდება და ემსახურებოდნენ გურიელებს. ერთი პერიოდი ასკანის ციხისთავებიც (XVIII საუკუნის შუა წლებში) იყვნენ.[2] XVII საუკუნის I ნახევრიდან XVIII საუკუნის I ნახევრამდე ფლობდნენ საკუთარ სათავადოს.[3] თავისი მდგომარეობითაც ისინი თავადებს უახლოვდებობდნენ. 1738 წელს ამავე სტატუსით მსახურობენ რუსეთის იმპერიაში. მანველშვილებმა რუსეთის უღელქვეშ 1863 წ. 3 ივლისს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს უმაღლესი გადაწყვეტილებით თავადობა საქართველოს ტერიტორიაზე (აგრეთვე, თვითონ რუსეთში – ეკატერინოსლავისა და პოლტავის გუბერნიაში). გვარი რუსიფიცირებული იყო, როგორც მანველოვი (რუს. Манвелов).
მანველიშვილები | |
---|---|
დევიზი | Honner et Dignite |
ტიტული | თავადი, დიდი აზნაური და ციხისთავი |
წარმოშობის ადგილი | გურია |
ქვეშევრდომობა | გურიის სამთავრო, რუსეთის იმპერია |
სამფლობელოები | სამანველიშვილო, ასკანის ციხე |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 44-45.
- Думин С. В. Князья Манвеловы // Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 171–173.
- საქართველოს ისტორიის ატლასი : მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016. — გვ. 46, 49, ISBN 978-9941-463-83-9.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ძველად — მანელიშვილები
- ↑ ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 44-45.
- ↑ საქართველოს ისტორიის ატლასი : მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016. — გვ. 46, 49, ISBN 978-9941-463-83-9.