მანგალიცა
(გადამისამართდა გვერდიდან მანგალიცური ღორი)
მანგალიცა, მანგალიცური ღორი — საქონე მიმართულების ღორი. გავრცელებულია უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და იუგოსლავიაში. მანგალიცური ღორს გრუზა ჯაგართან ერთად თივთიკიც აქვს, რომელიც იცავს სიცივისაგან. კარგად ეგუება მომთაბარეობას. იკვებება ტყის ნაყოფით, საკვებისადმი ნაკლებმომთხოვნია, ნაყოფიერება — 6-8 გოჭი. მერძეულობა 40-50 კგ, ცოცხალი მასა კერატისა 160-180 კგ, ნეზვისა 120-150 კგ. საქართველოში შემოყვანილია 1948 წელს. გეგმიანი ჯიშია. მომთაბარე მეღორეობის რაიონებში ხალასად მოშენებისას და კახურთან შეჯვარებით კარგ შედეგს იძლევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოდოკია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 402-403.