მანანა ჟვანია

1942 Medical Doctor.; born 15 November, 1942

მანანა ჟვანია (დ. 15 ნოემბერი, 1942, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

მანანა ჟვანია
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1942 (1942-11-15) (82 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრული ფაკულტეტი.

1965-1967 წლებში იყო მოსკოვის ი. ვ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა კლინიკის სტაჟიორი; 1967-1970 წლებში ასპირანტი; 1971-1977 წლებში მოსკოვის I სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა კლინიკის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1987 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის პროფესორი; 1994 წლიდან კათედრის გამგე. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს მონოგრაფიები. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1970 წელს „დერმატომოზიტის კლინიკა და მიმდინარეობა ბავშვებში“; სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1986 წელს „საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება შემაერთებელი ქსოვილის დიფუზიური დაზიანების დროს ბავშვებში“.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2000 — ღირსების ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 236
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, გვ. 77

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება