ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მანანა გუგუშვილი (დ. 1944, თბილისი ) — ქართველი ბიოლოგი.

1966 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით.

1967-1970 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1971-1977 წლებში ამავე ინსტიტუტის ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი ლაბორატორიის უმცროსი, 1978-1988 წლებში უფროსი, 1989-2002 წწ. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 2002 წლიდან - ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია , მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში თბ., 2012 გვ. 48

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება