მანანა ალოევა

წყალტუბოს სანატორიუმ „რიონის“ განყოფილების გამგე
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მანანა ალოევა (დ. 19 იანვარი, 1948) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1971–1972 წლებში ინტერნატურა გაიარა ქუთაისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. 1972–1973 წლებში იყო წყალტუბოს სანატორიუმ „რიონის“ განყოფილების გამგე. 1973–1975 წლებში სანატორიუმ „იმერეთის“ მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო დარგში. 1975 წლიდან მუშაობს ნევროლოგიის ინსტიტუტში უმცროს, 1988 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეპტოლოგიის, ნეიროტრავმატოლოგიის, კოაგულოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაციები და მონოგრაფია რუსულ ენაზე. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თრომბოჰემორაგიული სინდრომი ქალატვინის დახურული ტრავმის დროს“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 15

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მანანა_ალოევა“-დან