მანავის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი
მანავის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, ვ. მათიაშვილის კარ-მიდამოში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. მთლიანად დანგრეულია. გეგმა არ იკითხება. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესიის საფუძველზე კედლები ამოუყვანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 134.