მანავის დედა ღვთისმშობლის პირველი ეკლესია
მანავის დედა ღვთისმშობლის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე წმინდა გიორგის ეკლესიასთან ახლოს (აღმოსავლეთით) 25-30 მეტრზე. ეკლესია გეგმით ტრაპეციის ფორმისაა დასავლეთ ნაწილი ვიწროა, აღმოსავლეთის კი შედარებით განიერი(3,1x2,3 მეტრი). ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით ძლიერ დაზიანებულია კედლები მიწის დონიდან 1,3 მეტრზეა შემორჩენილი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს შიგნით კუთხები მომრგვალებულია. იატაკი ჩაღრმავებული და აღმოსავლეთ კედელს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. ეკლესია შიფრის ორკალთა სახურავითაა გადახურული.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუბრეიშვილი ბ., თოფურია ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 126.