მამძიშხა
მამძიშხა (აფხ. Мамӡы́шьха) — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 1866.9 მ. მდებარეობს მამძიშხის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აგებულია კირქვებით. განვითარებულია კარსტული რელიეფი.[1] შემოსილია სუბალპური მდელოებით. მთის სიახლოვეს რამდენიმე პატარა ზომის ტბაა.[2]
მამძიშხა | |
---|---|
კოორდინატები: 43°18′19″ ჩ. გ. 40°19′55″ ა. გ. / 43.30528° ჩ. გ. 40.33194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1866.9 მ |
ქედი | მამძიშხის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
1904 წელს კურორტ გაგრის მფლობელის, ალექსანდრე ოლდენბურგის დავალებით ქართველ ტოპოგრაფსა და გეოდეზისტს იოსებ მარუაშვილს დაევალა 37.9 კმ სიგრძის ფაეტონური გზის მშენებლობა, რომელიც გაგრიდან მთა მამძიშხაზე ადის.[3]
გააჩნია სამთო კურორტის ყველა უპირატესობა.[4] მთიდან მოჩანს გაგრა და ბიჭვინთა.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Карст массива Арабика / Кикнадзе, Т. З. [АН ГССР. Спелеол. совет]. - Тбилиси : Мецниереба, 1972.
- ↑ Озера Грузии / И. С. Апхазава; Академия наук Грузинской ССР. - Тбилиси : Мецниереба, 1975
- ↑ კ. ხარაძე, შ. ჯავახიშვილი, ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, განათლება, თბილისი, 2003
- ↑ Абхазия: историко-культурный очерк / В. П. Пачулиа; Сухуми : Алашара, 1976
- ↑ Абхазия. Путеводитель / А. Гарбузова; Москва : Бомбора, 2022