მამუკა სალუქვაძე
მამუკა სალუქვაძე (დ. 17 ივლისი, 1955 — გ. 3 იანვარი, 1997) — ქართველი მწერალი, მსახიობი, რეჟისორი, მთარგმნელი, რედაქტორი.
მამუკა სალუქვაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 ივლისი, 1955 თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
3 იანვარი, 1997 (41 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მწერალი, მსახიობი, რეჟისორი |
მშობლები |
მამა: ანზორ სალუქვაძე დედა: ინოლა გურგულია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1955 წლის 17 ივლისს, თბილისში. დედა — ინოლა გურგულია, მომღერალი და კომპოზიტორი იყო, მამა — ანზორ სალუქვაძე, პოეტი და კინოდრამატურგი. 1972-1978 წლებში სწავლობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტზე. 1979 მუშაობა დაიწყო რედაქტორად ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში. 1987 წელს გადავიდა დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში", იყო საბავშვო ბაღის გამგეც. 1986 წელს ჟურნალ „დილაში“ დაიბეჭდა მისი საბავშვო პოემა „თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი“, 1988 წელს გამოუშვა ლექსების კრებული „ჰერბარიუმი“, ხოლო 1992 წელს — პოემა „მოქცევა ქართლისა“. გადაღებულია ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმში “XIX საუკუნის ქრონიკები“. 1991 წელს მისი პიესა „რეპეტიცია ლაზარეს აღდგინებისა“ დაჯილდოვდა პრემიით თეატრალური სეზონის საუკეთესო ქართული ნაწარმოებისთვის. 1995 წელს დააარსა დამოუკიდებელი სტუდია „რენესანსი“. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური და მხატვრული ფილმი. თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს, პოლ ვერნელის, ემილ ვერჰარნისა და სხვა ფრანგი პოეტების ლექსები.
გარდაიცვალა 1997 წლის 3 იანვარს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართული მწერლობა“ — გამომცემლობა „დილა“, თბ., 2011