მამუკა კაციტაძე
მამუკა კაციტაძე (დ. 9 თებერვალი, 1966, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი.
მამუკა კაციტაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1966 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საავტომობილო გზების ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით და 2003 წელს — ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეცილაობით, იურისტის კვალიფიკაციით. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მამუკა კაციტაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მამუკა კაციტაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)