ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მამნე, ქართველი ოქრომჭედელი. მოღვაწეობდა XVI საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც ირკვევა, თავდაპირველად სამცხის ათაბაგთა კარზე, შემდეგ - იმერეთში.

ჩვენამდე მოაღწია მის მიერ მოჭედილმა რამდენიმე ძეგლმა. მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანის სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ისა და მისი მეუღლის ანას შეკვეთიტ მოჭედილი კანკელის წინ დასადგმელი (230x107 სმ) სადგერის დიდი ჭედური ჯვარი, რომელიც მასზე გაკეთებული წარწერების თანახმად, 1522/1523-1529 წლებით თარიღდება. ჯვარზე გამოსახულია რელიგიური დღესასწაულები (13 კომპოზიცია) და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები. მოჭედილია (მაღალი რელიეფით) მოოქრული ვერცხლის სქელი ფირფიტებით, რომლებიც შემდეგ დაკრულია ხის ჯვარზე. მამნე ჯგუფური სცენების დიდი ოატატია. მისი კომპოზიციები შეკრული, ერთიანი და დინამიკურია, ფიგურები - ოდნავ დაგრძელებული და მონიმენტური. ოსტატი ზოგჯერ მოცულობის გამოვლენასაც ახერხებს. მამნეს შემდეგი პერიოდის ნამუშევარი, ბარაკონის კანკელის წინ დასადგმელი ჯვარი (213x105 სმ) იმერეთში უნდა იყოს შესრულებული (ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში). მამნე ბარაკონის ჯვრის კომპოზიციებში ოსტატურად იყენებს ორნამენტსაც.

მამნეს ნამუშევარია აგრეთვე გელათისა და ხონის საწინამძღვრო ჯვრები (პირველი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, მეორე - ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში), რომელთა მიხედვით მამნე ორნამენტის საკმაოდ დახვეწილ ოსტატად გვევლინება. მამნეს მოუჭედავს შემოქმედის ხატი, რომელიც ჯერ კიდევ 1920-თვის დაკარგული იყო.

მამნე ოქრომჭედელი მაღალი რანგის ოსტატი იყო, მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გვიანდელი ხანის ქართულ ოქრომჭედლობაში. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის აღორძინება სწორედ მამნეს დამსახურებაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხარტიშვილი ა., მამნე ოქრომჭედელი, თბ., 1978;
  • ჩხარტიშვილი ა., ქსე, ტ. 6, გვ. 398, თბ., 1983
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამნე“-დან