მამლუქთა დინასტია (ერაყი)

მამლუქების ერაყული დინასტია (არაბ. مماليك العراق) — დინასტია, რომელიც ერაყს XVIII საუკუნიდან ადრეულ XIX საუკუნემდე მართავდა. მისი წარმომადგენლები მამლუქები იყვნენ. 1704-1831 წლებში ერაყს ეთნიკურად ქართველი მამლუქები მართავდნენ.

ქართველმა მამლუქებმა ერაყის მდგომარეობა წინ წაწიეს, განსაკუთრებული როლი ითამაშა დაუდ ფაშას მიერ გატარებულმა რეფორმებმა. 1831 წელს ოსმალეთის სულთანმა, დაუდის აჯანყების გამო და, ასევე, იმის შიშით, რომ მომავალშიც განმეორდეობდა აჯანყება, მოსპო ეს დინასტია და ისინი თანამდებობაზე ოსმალო ფაშებით ჩაანაცვლა. ოსმალური ერაყი პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდა, თუმცა მამლუქები მაინც დიდ როლს თამაშობდნენ ერაყში სხვა მართველ თანამდებობებზე. ნაჯი შავკათი (18911980), ერაყის პრემიერ-მინისტრი 1930-1931 წლებში, ერაყის ქართველი მამლუქების შთამომავალი იყო.[1]

მამლუქი მართველების სია

რედაქტირება
მმართველობის წლები სახელი
1704-1723 ჰასან-ფაშა
1723-1747 აჰმედ-ფაშა
1749-1762 სულეიმან აბუ ლაილი
1776-1777 აბდულა-ფაშა
1780-1802 სულეიმან ფაშა დიდი
1802-1807 ალი-ფაშა
1807-1813 სულეიმან ფაშა
1813-1816 საიდ-ფაშა
1816-1831 დავუდ ფაშა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967.
  1. Ghareeb, Edmund A. (2004), Historical Dictionary of Iraq, p. 220. Scarecrow Press, ISBN 0-8108-4330-7.