ნადი

შრომის ორგანიზაციის ფორმა
(გადამისამართდა გვერდიდან მამითადი)

ნადი, მამითადიშრომის ორგანიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმა, რომელიც აგებულია ურთიერთდახმარების შრომა-მიგებით პრინციპზე. ნადს იწვევდნენ, როგორც მიწის სამუშაოების (ხვნა, ბარვა, თოხნა და სხვა), ისე სახლის მშენებლობისა და სხვა ერთდროული შრომატევადი სამუშაოების დროს.

დასავლეთ საქართველოში ნადი უპირატესად ყანების თოხნასთან იყო დაკავშირებული. თოხით მუშაობის სპეციფიკამ და შრომატევადობამ, რამდენიმე მთოხნელის მხარდამხარ მუშაობამ, განაპირობა თოხნური სიმღერა ნადური.

„ნადი“, როგორც შრომის ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმის აღმნიშვნელი ტერმინი, აღმოსავლეთ საქართველოს მთამაც შემოინახა. ფშავსა და ხევსურეთში ხატ-სალოცავებს ჰქონდა ე. წ. სახარნადო მიწები, რომელთაც საერთო ძალით ამუშავებდნენ ხატის ყმები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯალაბაძე გ., მიწათმოქმედება ფშავ-ხევსურეთში, თბ., 1963;
  • Бардавелидзе В. В., Земельные владения древнегрузинских святилищ, «Советская этнография», 1949, № 1;
  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 285, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნადი&oldid=4327127“-დან