მამათმავლობა — მამაკაცთან მამაკაცის, ძირითადად, სქესობრივი ურთიერთობა. ეს ტერმინი იხმარებოდა ქართულში სიტყვების „გეი“ ან „ჰომოსექსუალის“ დამკვიდრებამდე, შესაბამისად, შეიძლება იმავე აზრს ატარებდეს, რასაც თანამედროვე გაგებით გეი, ჰომოსექსუალი ან, ზოგჯერ, ბისექსუალი კაცი. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კაცის ჰომოსექსუალურ ორიენტაციას ან აქტს მამათმავლობად მოიხსენიებდნენ. თანამედროვე გაგებით ეს ტერმინი სტერეოტიპულ შინაარსს ატარებს, რადგან საბჭოთა კავშირში მამათმავლობა „გაუკუღმართებულ ქცევად“ ითვლებოდა. საბჭოთა სამართლით პიროვნების საწინააღმდეგო დანაშაული იყო. ძველ ქართულ სამართალში მიღებული იყო მამათმავლობის ანუ „სოდომური ცოდვის“ შემთხვევათა სამ ჯგუფად დაყოფა. იმის მიხედვით თუ რა პირობებში და როგორ იქნებოდა ჩადენილი ეს „ცოდვა“, განასხვავებდნენ "სუბუქ", „მძიმე“ და „უმძიმეს“ მამათმავლობას[1].

ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის განჩინება (1767-1768) მამათმავლობისთვის „ძალიანი და საანდაზოს ჯაჯაებით“ (ანუ ტანჯვა წამებით) სიკვდილს ითვალისწინებდა[1].

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მამათმავლობა ძველ ქართულში კაც ჰომოსექსუალს, გეის აღნიშნავდა, თუმცა არ არსებობდა ლესბოსელის ან ქალი ჰომოსექსუალის ეკვივალენტი ტერმინი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება