მალტის სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მალტის სამზარეულოზე მალტის ისტორიამ მოახდინა გავლენა, ისევე როგორც განსაკუთრებით იტალიის, ასევე ესპანეთის, საფრანგეთის, პროვანსის, ბრიტანეთის და სხვა სამზარეულოებმა. საკვების უმეტესობის სხვა ქვეყნებიდან შემოტანისა და მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე მდებარეობის გამო, მალტური სამზარეულო უცხოური ზეგავლენების ცენტრში მოექცა. ტრადიციული მალტური ჩაშუშული კურდღლის ხორცი ფენეკი, ხშირად ეროვნულ კერძადაა მიჩნეული.

შემწვარი კურდღელი ღვინითა და ნივრით

მალტის ისტორიამ და გეოგრაფიამ მის სამზარეულოზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. უცხოური კერძები და არომატები შთაინთქა, გარდაიქმნა და მალტის სამზარეულოს მოერგო.[1] თავდაპირველად შთაგონების წყარო იტალიური (განსაკუთრებით სიცილიური), ახლო აღმოსავლეთისა და არაბული საკვები იყო, შემდეგში კი ეს ყველაფერი მალტაში ჰოსპიტალიერებისა და ბრიტანელების ყოფნამ უფრო განავრცო და შორს წაიყვანა. ჰოსპიტალიერები სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან მოდიოდნენ, განსაკუთრებით საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან. მათ თან სწორედ ამ ქვეყნების სამზარეულოები ჩამოიტანეს. მაგალითად თევზის წვნიანი ალხოტა, რომელსაც ბევრი ნიორი, მწვანილი და პომიდორი აქვს, ფრანგული ბუიაბესის მალტური ვარიანტია.[2] ჰოსპიტალიერების კონტაქტებმა და სიმდიდრემ აქ საკვები ახალი მსოფლიოდანაც ჩამოიტანა. სავარაუდოდ მალტა ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო (ესპანეთის შემდეგ) სადაც პირველად დააგემოვნეს შოკოლადი.[3]

სამზარეულო და იდენტურობა

რედაქტირება

არსებობს მოსაზრებები, რომ მალტური სამზარეულოს განვითარება იდენტობის საკითხებთან იყო დაკავშირებული. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია ტრადიციული მალტური სტუფათ თალ-ფენეკი (კურდღლის ჩაშუშული), რომელიც ხშირად ეროვნულ კერძადაა მიჩნეული. ეს კერძი შესაძლოა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჰოსპიტალიერებმა ნადირობაზე შეზღუდვები დააწესეს, მალტელებმა კი სიმბოლური წინააღმდეგობით უპასუხეს და ფენეკის მომზადება დაიწყეს. კერძი მეტად პოპულარული მე-18 საუკუნის ბოლოს, ნადირობაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გახდა. ამ დროისთვის კურდღლის ადგილობრივი ჯიში გამრავლებული, ხოლო ფასები დაცემული იყო. კურდღლების მოშინაურების მეთოდს, რომელიც საფრანგეთიდან შემოვიდა, მალტელები ფრანგ რაინდებს (ჰოსპიტალიერებს) უნდა უმადლოდნენ.[4]

ღორის ხორცის პოპულარობა და მისი მრავალ კერძში გამოყენება, შესაძლოა მალტის ქრისტიანული სამყაროს განაპირა მდებარეობის გამო იყოს. ისეთი საკვების მოხმარება, რომელიც მუსულმანურ კულინარიულ კულტურაში ტაბუდადებულია, შესაძლებელია ერთგვარი გზა ყოფილიყო საკუთარი იდენტობის განსაზღვრისა და მათგან განსხვავებულობის ხაზგასმისთვის.[5]

  1. Billiard, E. (2010), Searching for a National Cuisine Journal of Maltese History, Vol. 2, No. 1
  2. Destremeau, D., Malte Tricolore
  3. Bonello, G. (2000) The Maltese who Pioneered Chocolate in Europe in Histories of Malta - Deceptions and Perceptions, Vol.1 Archived 4 April 2013 at the Wayback Machine
  4. Gauci-Maistre, J. ''Tax-xiber: the indigenous rabbit of Malta'' (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-21. ციტირების თარიღი: 2012-08-26.
  5. Billiard, E. (2010), Searching for a National Cuisine, Journal of Maltese History, Vol. 2, No. 1