მალო-კრესტოვსკის ხიდი
მალო-კრესტოვსკის ხიდი (რუს. Мало-Крестовский мост) — ერთ-ერთი ხიდი სანქტ-პეტერბურგში პეტროგრადის რაიონში, მდინარე კრეშოვსკაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქვის და კრესტოვსკის კუნძულებს. ლენინგრადის 1960-იანი წლების ხიდების არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი[1].
მალო-კრესტოვსკის ხიდი რუს. Мало-Крестовский мост | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°58′24″ ჩ. გ. 30°16′57″ ა. გ. / 59.97333° ჩ. გ. 30.28250° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | კრესტოვკი |
სიგრძე | 56 მ |
სიგანე | 13 მ |
გახსნის თარიღი | 1817 წ. |
რეკონსტრუქცია | 1840-1842, 1940-1941, 1961-1962 წწ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი მდებარეობს დინამოს გამზირის ღერძზე. მალო-კრესტოვსკის ხიდთან მდებარე უახლოესი მეტრო სადგურებია: კრესტოვსკის კუნძული (1500 მეტრი) და ჩკალოვსკაია (1700 მეტრი).
ხიდს სახელი არაერთხელ შეეცვალა: კამენო-კრესტოვსკის ხიდი (1849-1875 წლებში), პატარა კრესტოვსკის ხიდი (1860-1920 წლებში), 1920-იანი წლებიდან კი თანამედროვე სახელი მალო-კრესკოვსკის ხიდი[2].
ისტორია
რედაქტირებადაახლოებით 1817 წელს, ამ ადგილას იდგა მცურავი ხიდი. დაახლოებით 1840-1842 წლებში ხის ხიდი აშენდა. ხიდის პროექტი ორი ავტორის მიერ იყო შედგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ლეიტენანტი პლასესოვი (1940-1941 წლებში). 1960 წლისთვის ხის ხიდის საყრდენების მდგომარეობა გაუარესდა და ამან გამოიწვია კაპიტალური ხიდის აშენების საჭიროება. 1961-1962 წლებში ახალი რკინაბეტონის ხიდი ააგეს ინჟინერ ი. ლ. იურკოვისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით.
არქიტექტურა
რედაქტირებახიდი განკუთვნილია ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთათვის. ხიდის სავალი ნაწილზე შესაძლებელია ორი სატრასპორტო საშუალების გადაადგილება. ტროტუარები დაფარულია ასფალტით. აქვს რკინის მოაჯირეები. სიგანე ტროტუარებით — 13 მეტრი, საერთო სიგრძე — 56 მეტრია[3][4].
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 438. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 303. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 71. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Мало-Крестовский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20171107221250/http://encspb.ru/object/2804006656 დაარქივებული 2017-11-07 საიტზე Wayback Machine. Крестовские мосты] //Энциклопедия Санкт-Петербурга