მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირა (პორტ. Malcom Filipe Silva de Oliveira, ან უბრალოდ მალკომი; დ. 26 თებერვალი, 1997, სან-პაულუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობს რუსეთის პრემიერლიგის კლუბ „ზენიტი სანქტ-პეტერბურგში“ თავდამსხმელის პოზიციაზე.

მალკომი
მალკომი 2019 წელს „ზენიტის“ რიგებში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივიერა[1]
დაბადების
თარიღი
26 თებერვალი, 1997 (1997-02-26) (27 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
სან-პაულუ, ბრაზილია
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი[3][4]
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ზენიტი სანქტ-პეტერბურგი
ნომერი 10
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014–15 კორინთიანსი 51 (7)
2016–2018 ბორდო 84 (20)
2018–2019 ბარსელონა 13 (1)
2019– ზენიტი 46 (10)
ეროვნული ნაკრები
2015 ბრაზილია 20 13 (2)
2016–2021 ბრაზილია 23 10 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 დეკემბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 7 აგვისტო, 2021

მან კარიერა დაიწყო ბრაზილიის კლუბ „კორინთიანსში“, რომელიც 2015 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. 2016 წლის იანვარში იგი გადავიდა „ბორდოში“, სადაც 96 შეხვედრაში 23 გოლი გაიატანა. 2018 წელს იგი გადავიდა „ბარსელონაში“. კლუბს ტრანსფერი 41 მილიონი ევრო დაუჯდა.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

კორინთიანსი

რედაქტირება

დაიბადა სან-პაულუში, მან დაიწყო კარიერა თავისი მშობლიური ქალაქის კლუბ „კორინთიანსში“, 2013 წელს მისმა კლუბმა დაიკავა მეორე ადგილი კოპა სან-პაულუ დე ფუტბოლ ჟუნიორის თასზე.[5]

იგი რეგულარულად ხვდებოდა კლუბის ძირითად შემადგენლობაში და 70 შეხვედრაში 10 გოლის გატანაც მოასწრო.[6]

 
მალკომი თამაშობს ,,ბორდოში"-2017

მან ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს 2016 წლის 31 იანვარს მოაწერა ხელი, კლუბმა მასში 5 მილიონი ევრო გადაიხადა.[7][8][9]

ერთი კვირის შემდეგ შედგა მისი ფრანგული (ლიგა 1) დებიუტი, მისმა კლუბმა „სენ-ეტიენი“ დაამარცხა, მან კი 21 წუთი გაატარა მოედანზე. 10 თებერვალს გაიტანა თავისი პირველი გოლი, კლუბმა 3-4 წააგო „ნანტთან“.[10]

მისი ფრანგული კარიერა 2018 წელს დასრულდა. კლუბის მაისურით 96 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.[11]

ბარსელონა

რედაქტირება

2018 წლის 24 ივლისს გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი კლუბ „ბარსელონასთან“, რომელსაც იგი 41 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა კორინთიანსმა მიიღო თანხის 2.5%.[12]

სანამ „ბარსაში“ გადავიდოდა, მას ყველა „რომას" უკავშირებდა, თუმცა მოულოდნელად „ბარსელონაში“ გადაბარგდა. ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს მან „რომასთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ეს ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.[13]

მისი დებიუტი შედგაა 25 აგვისტოს, „რეალ ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ, კლუბმა 1-0 მოიგო[14]

2019 წლის 2 აგვისტოს მალკომი შეუერთდა „ზენიტს“. ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს. ამის სანაცვლოდ „ბარსელონამ“ მიიღო €40 მილიონი.[15] მისი დებიუტი შედგა მეორე დღეს, „კრასნოდარის“ წინააღმდეგ, იგი შეხვედრაში 71-ე წუთზე, ალექსეი სუტორმინის ნაცვლად ჩაერთო. შეხვედრა ანგარიშით 1–1 დასრულდა.[16] ტრავმების გამო 4 ოქტომბრისათვის მას მხოლოდ 64 წუთი ჰქონდა ნათამაშები.[17] იგი მოედანს 2020 წლის 29 თებერვალს დაუბრუნდა და ითამაშა მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ. სადებიუტო სეზონში გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მალკომის მამამ შვილს სახელი აფრო-ამერიკელი აქტივისტის, მალკოლმ იქსის პატივსაცემად დაარქვა.

მიღწევები

რედაქტირება

  კორინთიანსი:(1) [18]

  ბარსელონა:(2)

  ზენიტი: (3)

ბრაზილია 20

ინდივიდუალური

  • ლიგა 1 წლის გოლი : 2017-18

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Acta del Partido celebrado el 12 de mayo de 2019, en Barcelona Spanish. Royal Spanish Football Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 13 ივნისი. 2019.
  2. Malcom. FC Barcelona. ციტირების თარიღი: 13 ივნისი. 2019.
  3. Rubio, Alberto. (24 July 2018) Malcom: A winger who is a mixture between Willian and Neymar. Marca. ციტირების თარიღი: 10 January 2019.
  4. Everton boss Silva denies interest in Barcelona winger Malcom. FourFourTwo (4 January 2019). ციტირების თარიღი: 10 January 2019.
  5. Lang, Jack (20 January 2018). „No ego, no excuses – just a burning desire to win at all costs: Meet Malcom, the 'responsible irresponsible' superstar“. The Independent. ციტირების თარიღი: 27 July 2018.
  6. მალკომი — Soccerway. ციტირების თარიღი: 1 September 2018.
  7. „Le Brésilien Malcom à Bordeaux dimanche“ [Brazilian Malcom to Bordeaux on Sunday]. L'Équipe (French). 30 January 2016. ციტირების თარიღი: 26 July 2018.
  8. Bordeaux agree to sign Corinthians’ Malcom. Get Football News France.
  9. Arambarri and Malcom join Bordeaux. Girondins TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-15. ციტირების თარიღი: 2019-01-12.
  10. „Malcom quitte les Girondins de Bordeaux“ [Malcom leaves Girondins de Bordeaux] (French). FC Girondins de Bordeaux. 24 July 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 26 July 2018.
  11. Bairner, Robin (23 May 2018). „Malcom, Aouar, Mbappe and the Ligue 1 Rising Stars of the Season“. Goal.com. ციტირების თარიღი: 22 August 2018.
  12. „Corinthians receberá R$ 4,5 mi com ida de Malcom ao Barcelona“ [Corinthians will receive R$4.5m from Malcom's transfer to Barcelona] (Portuguese). R7. Estado. 24 July 2018. ციტირების თარიღი: 27 July 2018.
  13. Barcelona sign Bordeaux’s Malcom for £36.5m as Roma consider legal action (24 July 2018). ციტირების თარიღი: 25 July 2018.
  14. „Malcom a 7/10 in scoring first goal for Barca“. ESPN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  15. Agreement with Zenit Saint Petersburg for the transfer of Malcom (2 August 2019).
  16. „Russie : Krasnodar est accroché par le Zenit malgré Rémy Cabella“ [Russia: Krasnodar is held by Zenit despite Rémy Cabella] (ფრანგული). Foot Mercato. 3 August 2019. ციტირების თარიღი: 31 August 2019.
  17. „Malcom breaks his silence after 55 days without playing“. Marca. 4 October 2019. ციტირების თარიღი: 16 October 2019.
  18. Malcom.
  19. Zenit crowned 2019/20 RPL champions. Russian Premier League (5 July 2020).
  20. Late Dzyuba penalty seals Russian Cup for Zenit. Russian Premier League (25 July 2020).
  21. «Зенит» обыграл «Локомотив» и стал пятикратным победителем Олимп-Суперкубка России ru. Russian Premier League (7 August 2020).
  22. Final: Brazil 1–2 Serbia AET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-24. ციტირების თარიღი: 2019-01-12.