მალიშევის სახლი
მალიშევის სახლი (რუს. Дом Малышева) — ისტორიული შენობა პუშკინში. აგებულია 1822-1825 წლებში. მიეკუთვნება რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიას. სახლი მდებარეობს ორანჟერეის ქუჩაზე № 17/16.
მალიშევის სახლი Дом Малышева | |
---|---|
კოორდინატები | 59°43′00″N 30°24′16″E / 59.716637° ჩ. გ. 30.404341° ა. გ. |
მდებარეობა | პუშკინი, რუსეთი |
არქიტექტორი | ვასილ სტასოვი |
სტილი | კლასიციზმი |
თარიღდება | 1822-1825 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებააღნიშნული შენობის პროექტი ეკუთვნოდა არქიტექტორ ვ. პ. სტასოვს. გარკვეული ხნის განმავლობაში იგი დაკავებული იყო მეზობლად მდებარე დიდი ორანჟერეის მშენებლობით. ცნობილია, რომ 1840 წელს მალიშევის სახლის პირველ სართულზე ტავერნა განათავსეს. 1858 წელს სახლის მფლობელი გახდა ვაჭარი, ალექსანდრე ივანეს ძე მალიშევი, რომლის სახელიც ეწოდა ამ სახლს. მოგვიანებით სახლი ეკუთვნოდა სასახლის ადმინისტრაციას. სასახლის თანამშრომლები, სწორედ ამ სახლში ცხოვრობდნენ. 1870-იან წლებში განხორციელდა სახლის არქიტექტურული რეკონსტრუქცია. გაკეთდა და მოეწყო ახალი სადარბაზო და კიბეები. 1896 წლიდან 1920 წლამდე პირველ სართულზე, სადაც შვიდი ოთახი იყო განთავსებული, რომელთაგან ორი გამოყენებული იყო ოფისად, ცხოვრობდა მეფის სასახლის არქიტექტორი სილვიო დანინი. მეორე სართულის ნახევარი ეკუთვნოდა ზნამენსკაიას ეკლესიის მღვდელს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, სახლი გეგმა შეცვალეს და რეკონსრუქციის დროს გაიზარდა ბინების რაოდენობა.[1][2]
არქიტექტურა
რედაქტირებადღეს შენობა, კვლავ საცხოვრებლად გამოიყენება. იგი კლასიციზმის სტილშია შესრულებული. ისევე როგორც სასათბურე მეურნეობის გასწვრივ ორივე კორპუსს, ამ სახლსაც ქვის ღობის იგივე ტიპი აქვს. შენობა შემკულია მოდილიონის კარნიზებით. მეორე სართულის ფანჯრები კი სანდრიკებით არის მორთული.[1][2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Семенова Г. В. (2009). Царское Село: знакомое и незнакомое. М.: Центрполиграф. pp. 304–305. ISBN 978-5-9524-4249-8.
- Тыжненко Т. Е. (1990). Василий Стасов. Л.: Лениздат. p. 49.
- Козлов А.В. (2010). Сильвио Данини: материалы к творческой биографии. СПб.: КОЛО.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Средняя 17 / Оранжерейная 6. Дом Малышева. tsarselo.ru
- ↑ 2.0 2.1 Дом Малышева - Жилой дом дворцового управления. citywalls.ru