მალენა (თეთრი ყარყატი)

მალენა (ხორ. Malenaერთი ციცქნა) — თეთრი ყარყატი, რომელიც ხორვატმა სტეპან ვოკიჩმა იპოვა და გაზარდა.[1]

მალენა
ხორ. Malena

მალენა (მარჯვნივ) და კლეტეპანი
სახეობა თეთრი ყარყატი (ლათ. Ciconia ciconia)
სქესი მდედრობითი
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
შეფერილობა შავ-თეთრი

1993 წელს, თევზაობის დროს,[2] ხორვატიის სოფელ ბროდსკი-ვაროშის მკვიდრმა სტეპანმა მონადირის მიერ ფრთაში დაჭრილი ყარყატი იპოვა. აღმოჩნდა, რომ მას ფრენა აღარ შეეძლო და ამიტომ იგი დაიტოვა და მალენა დაარქვა. სახლის სახურავზე აუშენა ბუდე, ზამთარს კი სახლის გარაჟში ატარებს. კვებავს ძირითადად თევზით.[1]

დაახლოებით 15 წლის წინ, მალენას ბუდეში მამალი ყარყატი მოფრინდა, რომელიც გაზაფხულზე აფრიკიდან მოფრინავდა. სტეპანმა მას კლეპეტანი დაარქვა. ყარყატები შეწყვილდნენ და მთელ ამ დროის მანძილზე 59-ზე მეტი ბარტყი გამოჩიკეს. ცნობილია, რომ ყოველწლიურად იგი 13 000 კმ-ზე მეტს ფარავს, რათა აფრიკიდან ხორვატიაში დაბრუნდეს და პირიქით.[3] იგი ხორვატიაში ორ თვეს ატარებს და შემდეგ უკან ბრუნდება.[2]

ყოველ წელს, მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს ხორვატიაში პირდაპირ ეთერში კლეტეპანის დაბრნუბის კადრებს.