მალაგის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან მალაგა (პროვინცია))
მალაგა (ესპ. Málaga) — პროვინცია ესპანეთის სამხრეთ სანაპიროზე, ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში. იგი შემოსაზღვრულია ესპანეთის შემდეგი პროვინციებით: კადისი, სევილია, კორდოა და გრანადა. სამხრეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 1.587.840 კაცს (2009 წლის მონაცემებით), რომლის ორი მეხუთედი ცხოვრობს მის დედაქალაქ მალაგაში.