მაკროფაგები
მაკროფაგები (ძვ. ბერძნ. μακρός — მაკრო, დიდი და φάγος — შთანმთქმელი) — პოლიბლასტები, ფაგოციტების ერთ-ერთი ფორმა. მაკროფაგებად ქცევის უნარი აქვთ შემაერთებელი ქსოვილის (ჰისტიოციტები), სისხლის (მონოციტები), სისხლმბადი ორგანოების კაპილარებსა და ზოგ სხვა უჯრედებს; ისინი მიკრორგანიზმების გარდა უჯრედების ნარჩენებსაც ნთქავენ და ფაგოციტოზის დროს ძლიერ დიდდებიან, რის გამოც, მიკროფაგებისაგან განსხვავდებიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 377.