მაკედონური ნაქარგები
მაკედონიური ნაქარგები — მოიცავს ყველა სახის ნაქარგს, რომელიც მაკედონური კულტურის ნაწილია. მაკედონიური ნაქარგები პირველად გამოჩნდა სლავების ბალკანეთს ნახევარკუნძლზე ჩასვლის დროს და მას შემდეგ თაობიდან თაობებს გადაეცემა, როგორც მაკედონელთა რწმენისა და სულიერების განსახიერება. პროტოსლავური ფესვების მქონე ქარგვის ამ ხელოვნებამ განვითარების პიკს მე-19 საუკუნეში მიაღწია და დღემდე დიდ გავლენას ახდენს ეპოქებსა და კულტურაზე.
ისტორია
რედაქტირებამაკედონიურმა ნაქარგობამ განვითარება სლავების ბალკანეთში ჩასვლისთანავე დაიწყო, მათ ქარგვის სტილი ძველ-ბალკანურ კულტურულ ელემენტებს შეუხამეს. მაკედონიური ნაქარგობის ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა იქონია აგრეთვე ბიზანტიურმა კულტურამ, სავარაუდოდ ამ ორ კულტურას შორის არსებული სიახლოვის გამო.[1]
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა რომ ხუთი საუკუნის მანძილზე ქვეყანა ოსმალეთის იმპერიის მიერ იყო დაპყრობილი, მაკედონიურ ნახატებზე ოსმალური კულტურის გავლენა მომდევნო საუკუნეებში აღარ აღინიშნება. მეორეს მხრივ ფერთა ცვლილებებში და მოტივებში ისლამურ ელემენტებსაც ვხვდებით.[1]
ნაქარგების მატარებლები
რედაქტირებაჩრდილოეთ მაკედონიაში ნაქარგების ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ტრადიციული ჟილეტები, რომელიც განსაკუთრებით სოფლებში ამ საუკუნის პირველ ათწლეულებამდე ყოველდღიური მოხმარებისათვის გამოიყენებოდა. ნაქარგები წარმოადგენდნენ ტრადიციულ ელემენტს, სამკაულს, რომლებიც ჩეულებრივ ქალის ტრადიციულ ჟლეტებზე, ნაქარგ პერანგებსა და თავსაფრებზე გამოიყენებოდა.[1]
ქალის პერანგები, რომლებიც ტუნიკებს წააგავს და დამახასიათებელია ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, შეიცავს უძველესი ფორმების კვალს, რომლებიც დაკავშირებულია ძველბალკანურ ორნამენტულ ტუნიკასთან, ჯერ კიდევ სლავებისმოსვლამდე და აგრეთვე გამოიყენებოდა სხვა სლავური ხალხების მიერ. ამ ტანსაცმლის განვითარების პირველ ეტაპზე, რომელიც დაკავშირებულია მის ფორმასთან, მაკედონიის პერანგებმა კიდევ უფრო განავითარეს დეკორაციები, რაც ბიზანტიური ტექსტილის მდიდრულს სტილს წარმოადგენდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Macedonian Embroidery (Makedonski vez). Macedonian Cuisine (2022). ციტირების თარიღი: 28 April 2022.