მაკარონული პოეზია

მაკარონული პოეზია (იტალ. Poesia Maccheronica) — სატირული ან სახუმარო პოეზია, რომელიც გავრცელებული იყო XVI ს. იტალიურ ლიტერატურაში; შეიქმნა ლათინური პოეზიის პარალელურად, მისი პაროდირების საფუძველზე. პირველი ცდები შეინიშნება ჯერ კიდევ XV საუკუნის დასასრულ (პადუელი ტიფი ოდაზის თხზ. macaronea). საუკეთესი ნიმუშადაა მიჩნეული ტ. ფოლენგოს (ფსევდო მერლინ-კოკაი 1491-1544) სახუმარო ეპოპეა "ბალდუსი" და "მოსკეიდები". ავტორი დასცინის XVI საუკუნის ზნე-ჩვეულებებს, ლიტერატურულ ფორმებს, რელიგიურ შეხედულებებს. მაკარონული პოეზია გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში. მისი ანალოგიები გვხვდება ქართულ ლიტერატურაშიც, განსაკუთრებით გ.ერისთავის კომედიებში და თბილისელ აშუღთა შემოქმედებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება