მაიურაკში (ასევე მორი) — მდინარე ინდოეთში, ბენგალის შტატში. ახასიათებს დატბორვების ხანგრძლივი ისტორია.

მაიურაკში
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
სათავე ტრიკუტის ბორცვი
სიგრძე 250 კმ

სათავეს იღებს ჯარხანდის შტატში, ქალაქ დეოგჰარიდან 16 კმ-ში, ტრიკუტის ბორცვზე.[1] ჯარხანდის შემდეგ შედის ბენგალის შტატში, სადაც ერწყმის მდინარე ჰუგლის. მთლიანი სიგრძე 250 კმ-ს შეადგენს.[2]

სიტყვასიტყვით მაიურაკში ფარშევანგის თვალს ნიშნავს. მშრალ სეზონში მისი წყალი კრისტალურად სუფთაა, მუსონებისას კი იგი თავის ველებს ტბორავს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Incredible India. Baidyanathdham (Deoghar). India Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-11. ციტირების თარიღი: 2007-02-19.
  2. Selim. Mohammad, Irrigation Projects in Birbhum District, published in Paschim Banga, February 2006, Birbhum special issue, Govt. of West Bengal, p 168-169