ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაია გრძელიძე (დ. 1964, სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი) ― ქართველი ინჟინერი, პროფესორი (2014).

მაია გრძელიძე
დაბ. თარიღი 1964
დაბ. ადგილი სოფელი დიმი ბაღდათის რაიონი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სამეცნიერო სფერო ინჟინერია

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაია გრძელიძე 1964 წელს სოფელ დიმში, ბაღდათის რაიონში დაიბადა. 1987 წელს ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით "ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგია" და მიენიჭა ტყავის ნაკეთობათა ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაცია. იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა "ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგიის" კათედრაზე ასისტენტად. 2002 წელს დაასრულა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა „ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერეო ნაკეთობათა ტექნოლოგიის“ მიმართულებით და დაიცვა დისერტაცია თემაზე: „აპარატურისა და ასორტიმენტის კლასიფიკაციის მეთოდის შემუშავება ოპტიმალური ფეხსაცმლის შერჩევის დიაგნოსტიკისთვის“.

2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის“ დეპარტამენტში მუშაობს. სამეცნიერო მუშაობის პროფილის და ინტერესების სფეროს წარმოადგენს: საქართველოს მოსახლეობის ტერფების ანთროპრომეტრიული კვლევა და სტატისტიკური ანალიზი, მოზარდთა ტერფების პათოლოგიები და მათი აღმოფხვრის გზების ძიება, ტერფის ზომითი დიაგნოსტიკა და ზომითი ასორტიმენტის აგების მეთოდები, ორთოპედიული ფეხსაცმლის დამზადების ტექნოლოგიური თავისებურებანი, სტატისტიკური მონაცემების კომპიუტერული დამუშავება, ნაწარმის კომპიუტერული მოდელირება და ტექნიკური ანგარიში, ტყავის ნაკეთობათა, როგორც მატერიალური კულტურის ნაწილის ევოლუციის კვლევა და სხვა.

2006 წელს მაია გრძელიძემ დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი თემაზე: „საქართველოს სამხედრო ფორმირებებისთვის სპეცფეხსაცმლის შემუშავება“. იგი თემის მეცნიერ-კონსტრუქტორი და მენეჯერი იყო.

2007 წელს მისმა ჯგუფმა კიდევ ერთი გრანტი მოიპოვა თემაზე: „პათოლოგიური ტერფების მქონე ბავშვებისათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური ფეხსაცმლის შემუშვება“, რომლის ავტორი, მენეჯერი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი თავად იყო. მაია გრძელიძე სულ 7 საგრანტო სამეცნიერო პროექტის შემსრულებელია.

მაია გრძელიძეს გამოქვეყნებული აქვს 185 სამეცნიერი სტატია, 4 მონოგრაფია, ეკუთვნის ოთხი გამოგონება და 27 სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორია. არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2002). მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი (2006), ასოცირებული პროფესორი (2010 წ), პროფესორი (2014). 2015 წლიდან არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი.

2017 წ. პროფესიული და უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის დარგის ფასილიტატორი.

2020 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი. 2021 წლიდან – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დარგის ექსპერტი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ექსპერიმენტის სტატისტიკური ანალიზის საფუძვლები სამრეწველო ინჟინერიაში. სალექციო კურსი. ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2021 წ.
  • ტყავის ნაკეთობათა კონსტრუირება. სალექციო კურსი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2020 წ.
  • გამოყენებითი ანთროპოლოგია (ტერფის ბიომექანიკა და ანთროპომეტრია). სალექციო კურსი. ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2019 წ.
  • ნავისებური ფეხსაცმლისა და ნახევარწაღის მოდელირება/კონსტრუირება. მასწავლებლის გზამკვლევი. მოდულური პროფესიული პროგრამა: ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი. 2016 წ.
  • ნაკეთობის სამომხმარებლო თვისებების ხარისხის ექსპერტიზა და მართვა : სალექციო კურსი (ავტორი). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014. - 308გვ.. - ISBN: 978-9941-453-23-6
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის სპეციალური სამედიცინო დანიშნულების ორთოპედიული ფეხსაცმლის სამომხმარებლო თვისებები : მონოგრაფია (ავტორი). - ქუთაისი, 2014. - 192გვ.. - ISBN: 978-9941-432-94-1
  • დიაბეტური ტერფის სინდრომით დაავადებულთათვის სამედიცინო ფეხსაცმლის შემუშავების თეორიული საფუძვლები. მონოგრაფია. ქუთაისი. გვ. 210. 2013 წ.
  • პროექტირების ოპტიმიზაციის მეთოდები ტყავის ნაკეთობათა მრეწველობაში (ავტორი). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013. - 308გვ.. - ISBN: 978-9941-453-52-6
  • ხარისხის მართვა : სახელმძღვ. (ავტორი). - ქუთაისი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013. - 232გვ.. - ISBN: 978-9941-453-42-7
  • ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების წარმოება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სახელმძღვანელოს შექმნა. თბილისი. http://vet.ge/wp-content/uploads/2015/08/studentissaxelmdzgvanelo-fexsacmlisa-da-tkavis-aqsesuarebiscarmoeba.pdf. 2015 წ.
  • ნაკეთობის სამომხმარებლო თვისებების ხარისხის კონტროლი და მართვა. სალექციო კურსი მაგისტრებისათვის. ქუთაისი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2014 წ.
  • ნაკეთობის სამომხმარებლო თვისებების ხარისხის ექსპერტიზა და მართვა. სალექციო კურსი მაგისტრებისათვის. ქუთაისი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2014 წ.
  • კოსტუმის კონსტრუქციის განვითარების ისტორია - 2 (რედაქტორი). - ქუთაისი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2012. - 160გვ.. - ISBN: 978-9941-432-96-5
  • საყოფაცხოვრებო ფეხსაცმლის სამომხმარებლო თვისებები (რედაქტორი). - ქუთაისი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010. - 212გვ. - ISBN: 978-9941-417-57-3
  • ტყავის ნაკეთობათა კონსტრუქციის და მოდის განვითარება (რედაქტორი). - ქუთაისი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010. - 148გვ.. - ISBN: 978-9941-417-74-0
  • მოზარდის ტერფი და რაციონალური ფეხსაცმელი. მონოგრაფია. ქუთაისი. გვ. 226. 2010 წ.
  • ეკოორთოღაბაში. პატენტი სასარგებლო მოდელზე. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. AU 2017 014429/02.
  • პლანტოგრაფი. A 43 D 1/02. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «საქპატენტი». სასარგებლო მოდელი. GE Ⴎ2008 1449 Y #AU 2008 010103. საიდენტ. № AU 10103/07.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. კუციავა, ე. ჩხიკვაძე, ნ. ჭავჭანიძე, მ. გელაშვილი, კ. ვაშაკიძე. საქართველოს ინჟინერი ქალები. გამომცემლობა “უნივერსალი”, თბილისი . 2008წ. გვ.46-48.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_გრძელიძე“-დან