მაია ბლიაძე
მაია ბლიაძე (დ. 13 თებერვალი, 1965, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი. გეოგრაფიის დოქტორი.
მაია ბლიაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 თებერვალი, 1965[1] (59 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ქალაქ ლოძის (პოლონეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტი.
მუშაობდა ქ. თბილისის 126-ე საშუალო სკოლის პედაგოგად და დირექტორად; არის ბუნების 1-6 კლასების და გეოგრაფიის 7-12 კლასების სახელმძღვანლეობის, სამუშაო რვეულებისა და მასწავლებლის წიგნების ავტორი; ასევე გამოცემული აქვს გეოგრაფიის ცნობარი-ლექსიკონი, ილუსტრირებული ლექსიკონი ბუნებისმცოდნეობაში, ტესტების კრებულები გეოგრაფიაში, სასკოლო ატლასები, დამხმარე სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება“, „მდგრადი განვითარების მიზნები“, „კლიმატის ცვლილება“; გამოცემული აქვს მოთხრობების წიგნი „ანას დღიური“.
მაია ბლიაძე არის ევროპის და ქუთაისის უნივერსიტეტების პროფესორი; ასევე თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ტრენერ-კონსულტანტად.
პრემია
რედაქტირება- რაფიელ დანიბეგაშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ანას დღიური, მოთხრობები, თბილისი, 2013 ISBN 978-9941-15-841-4
- გეოგრაფია, თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის, თბილისი, 2013 ISBN 978-9941-15-947-3
- გეოგრაფია, ლექსიკონი + ცნობარი (თანაავტორი), თბილისი, 2011, ISBN 978-9941-15-476-8
- ფიზიკური გეოგრაფია, მე-6 კლასი (თანაავტორი), თბილისი, 2004, ISBN 99928-42-06-7
- ბუნება, მე-5-კლ. ძირითადი სახელმძღვანელო (თანაავტორი), თბილისი, 2004
- გეოგრაფია, ცნობარი, დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის (თანაავტორი), თბილისი, 2003
- გეოგრაფია, ცნობარი (თანაავტორი), თბილისი, 2001, ISBN 99928-885-0-4