მაია ბერიძე
მაია ბერიძე (დ.19 სექტემბერი, 1963) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მაია ბერიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 19 სექტემბერი, 1963[1] (61 წლის) |
დაბ. ადგილი | საქართველო[1] |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. კლინიკური ორდინატურა ნევროლოგიაში, ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ჩააბარა 1986 წელს. თბილისის სახელმწიფო უცხო ენების ინსტიტუტი, ინგლისური დეპარტამენტი, სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსები, კვალიფიკაცია - თარჯიმან- რეფერენტი, 1997 წელს. 1987-1988 წლებში იყო ექიმი-ნევროლოგი, N2 საავადმყოფო, პოლიკლინიკური გაერთიანების ნევროლოგიური სტაციონარის ექიმი. 1998-2004 წლებში დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორის თანაშემწე.
1999-2006 წლებში მუშაობდა ნევროლოგიის კათედრის ასისტენტად, ნევროლოგიური განყოფილებაში, დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში. 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006-2009 წლებში დაიკავა ნევროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის პოზიცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2004-2009 წლებში იყო ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი. 2009-2015 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნევროლოგიის პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის ასოცირებული პროფესორი. 2009-2010 წელს თბილისის ცენტრალური რკინიგზის საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის კლინიკური ხელმძღვანელი. 2010-2015 წლებში შპს „დეკა“-ს ნევროლოგირი დეპარტამენტის ნევროლოგი (კონსულტანტ პროფესორი). 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორი.
2015 წლიდან ნევროლოგიის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 საუნივერსიტეტო კლინიკის ნერვული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს სამეცნიერო ჯილდოები, 2014 წელს დასახელებულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა შპს „დეკა“-ს "წლის საუკეთესო ნევროლოგად".
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, თბ., 2012, გვ. 308