მათემატიკური ინტუიციონიზმი
მათემატიკური ინტუიციონიზმი — ფილოსოფიურ-მათემატიკური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფს მათემატიკის სიმრავლურ-თეორიულ გაგებას და ინტუიცია მიაჩნია მათემატიკის ერთადერთ წყაროდ და მისი აგების სიმკაცრის მთავარ კრიტერიუმად. ინუიციონისტური შეხედულებების მიხედვით, მათემატიკური კვლევის საგანია გონებრივი კონსტრუქციები, განხილული თავისთავად. გონებრივი კონსტრუქციებით სარგებლობა მოითხოვს განსხვავებულ ლოგიკას — ე.წ. ინტუიციონისტურ ლოგიკას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 355.