მადრიდის ტერაქტი (2004)
(გადამისამართდა გვერდიდან მადრიდის ტერაქტი 2004)
მადრიდის ტერაქტი — ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, 2004 წლის 11 მარტს (3/11) განხორციელებული ტერორისტული აქტი. ქალაქის საგარეუბნო მატარებლებში სადგურებზე ატოჩა, ელ-პოსო და სანტა-ეუხენია, 5 წუთის ინტერვალში აფეთქდა 13 ბომბი. დაიღუპა 191 ადამიანი, 1247-მა მიიღო სხეულის დაზიანება. თავდაპირველად აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობას აკისრებდნენ ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაციას ეტა-ს, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ტერაქტი მოწყობილი იყო ისლამური ორგანიზაციის ალ-ყაიდას მიერ. ტერორისტული აქტის დრო შეირჩა სიმბოლური მნიშვნელობის მიხედვით: აფეთქება მოხდა ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 911 დღის შემდეგ (9/11) [1].
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- CNN-ის რეპორტაჟი დაარქივებული 2005-04-20 საიტზე Wayback Machine.
- BBC-ის რეპორტაჟი