ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მადონა ალავიძე (დ. 24 მაისი, 1956, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1979 წლიდან არის საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ინფექციების მკურნალობას იმუნოდეპრესიის პირობებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: „ექსპერიმენტული გრიპის მიმდინარეობა და მკურნალობა იმუნოდეპრესიის პირობებში“ (1986). არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ამანტადინისა და რემანტადინის გავლენა გრიპოზულ ინფექციაზე იმუნოდეპრესიის პირობეში“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

Лечение экспериментальной гриппозной инфекции в условиях иммунодепрессии. Тбилиси, Мецниереба, 1986. - 69с.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 14

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მადონა_ალავიძე“-დან