მადიარების შვიდი ბელადი
მადიარების შვიდი ბელადი — უნგრელების შვიდი ტომის ბელადი, 895 წელს მათ მიერ შუა დუნაის დაბლობის დაკავების დროს. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII შვიდ ტომს მოიხსენიებს წყაროში - იმპერიის მართვის შესახებ, სადაც ასევე მოცემულია უნგრელების დასახლებების სახელებიც.
კონსტანტინე VII არ იძლევა ბელადების სახელებს, თუმცა აღწერს მათი ლიდერობის ზოგიერთ ასპექტს.
ანონიმური წყაროების მიხედვით
რედაქტირებაGesta Hungarorum-ის ანონიმური ავტორი ასახელებს ბელადების შემდეგ სახელებს.
- ალმოში, არპადის მამა
- ელოდი, შაბლოჩის მამა
- კონდი (Kond, Kund), კურსანის და კაპლონის მამა
- ონდი, ეტეს მამა
- ტასი, ლელის მამა
- ჰუბა
- ტოჰოტომი (Töhötöm), ხორკას მამა
სავარაუდოდ ეს სია შეესაბამება რეალურად არსებული ბელადების სახელებს, თუმცა არაა ცნობილი შუა დუნაის დაბლობის დაპყრობის დროს ყველა მათგანი იყო ბელადი თუ არა,[1] რადგაან კონსტანტინე VII ტასს მოიხსენიებს არპადის შვილიშვილად. ბელადებს შორის კავშირები წარმოადგენს დავის საგანს.
სიმონ კეზას მიხედვით
რედაქტირებაუნგრელი მემატიანე სიმონ კეზა იძლევა ბელადების შემდეგ სახელებს:
- არპადი, ალმოშის შვილი, ელოდის შვილი, იდეკის შვილი
- შაბლოჩი
- დიულა
- ორსი
- კონდი (Kond, Kund), კურსანის და კაპლონის მამა
- ლელი
- ვერბულშუ ("სისიხლის მსმელი")
ეს სია უფრო მეტი მითოლოგიური ელემენტების შემცველია და ნაკლბად სანდოა ვიდრე ანონიმუსის წყარო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Györffy György. István király és műve. Gondolat Budapest 1983. ISBN 963-281-221-2.