ალმოში (დ. დაახ. 820 — გ. დაახ. 895) — მადიარების პირველი დიდი თავადი (854 – 895 წწ.). The Gesta Hungarorum-ში ("უნგრელთა საქმეები") წერია, რომ მამამისი იყო იდეკი, ხოლო Chronicon Pictum-ში მამამისად მოხსენიებულია ელოდი (იდეკის შვილი); დედამისი იყო ემესე.[1]

ალმოში
უნგრეთი, ნადფეიედელემი
მმართ. დასაწყისი: 854
მმართ. დასასრული: 895
მემკვიდრე: არპადი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 820
გარდ. თარიღი: 895
შვილები: არპადი
მამა: იდეკი ან ელოდი
დედა: ემესე

დაბადება

რედაქტირება

შუა საუკუნეების ქრონიკებში მისი დაბადება შემდგნაირადაა აღწერილი:

„მასზე ორსულ დედამისს ჰქონდა ხილვა ტურულზე, რომელიც მის თავზე დაფრინავდა, ხოლო შემდგომ მისგან წამოვიდა ბევრი დიდებული მეფე, რომლებიც აფართოვებდნენ თავის სამფლობელოს.“[2]

ლეგენდას უკავშირებენ მის სახელსაც, ალმოში - რომელიც უნგრული სიტყვა ოცნებიდან მოდის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kristó, Gyula (editor) (1994). Korai Magyar Történeti Lexikon (9-14. század) (Encyclopedia of the Early Hungarian History - 9-14th centuries). Budapest: Akadémiai Kiadó, გვ. 39. ISBN 963-05-6722-9. 
  2. Kristó, Gyula; Makk, Ferenc (1996). Az Árpád-ház uralkodói ("Rulers of the Árpád dynasty"). I.P.C. KÖNYVEK Kft., გვ. 9. ISBN 963-7930-97-3.