მადაგასკარის დემოგრაფია

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 18 ოქტომბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

სტატია მოიცავს ძირითად მონაცემებს მადაგასკარის დემოგრაფიის შესახებ, როგორებიცა ბუნებრივი მოძრაობა, სიმჭიდროვე და სხვა.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
მადაგასკარის დემოგრაფია, FAO-ს მონაცემები, 2005 წ. (მოსახლეობის რაოდენობა მოცემულია ათასეულებში)
 
მადაგასკარის მოსახლეობის სიმჭიდროვე 2004 წლისათვის

მადაგასკარის მოსახლეობის შეფასების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მონაცემები ძალიან ძველი და შეზღუდულია. მოსახლეობის ბოლო აღწერა ჩატარდა 1993 წელს, თავდაპირველი, 1975 წლის აღწერის შემდეგ. 2009 წელს იყო აღწერის ჩატარების მცდელობა, თუმცა საბოლოოდ, მისი განხორციელება ვერ მოხერხდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობის ნებისმიერი წყაროს მიხედვით შეფასებას დიდი ცდომილება ახლავს. მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივების მიერ წარმოებული კვლევების მიხედვით, 2010 წელს მადაგასკარის მთლიანი მოსახლეობა 20 714 000 ადამიანს შეადგენდა, რაც დაახლოებით 5-ჯერ მეტია 1950 წლის 4 084 000 მოსახლეზე. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით მოსახლეობა ასე განაწილდა: 15 წლამდე ასაკის ბავშვები მთლიანი მოსახლეობის 43,1%-ს შეადგენდნენ, 15-დან 65 წლამდე ასაკის მცხოვრებთა რაოდენობა 53,8%, ხოლო 65 წლის ან უფრო ასაკოვანთა რაოდენობა 3,1% იყო.[1]

მთლიანი მოსახლეობა 0-დან 14 წლამდე ასაკის მოსახლეობა (%) 15-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობა (%) 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა (%)
1950 4 084 000 38.2 58.6 3.2
1955 4 548 000 40.2 56.6 3.2
1960 5 104 000 42.6 54.1 3.3
1965 5 764 000 44.6 52.0 3.4
1970 6 549 000 45.1 51.3 3.6
1975 7 502 000 45.6 50.6 3.8
1980 8 609 000 45.9 50.5 3.6
1985 9 785 000 45.1 51.6 3.3
1990 11 281 000 44.7 52.1 3.2
1995 13 129 000 44.5 52.4 3.1
2000 15 364 000 45.3 51.6 3.1
2005 17 886 000 44.6 52.3 3.1
2010 20 714 000 43.1 53.8 3.1

გაეროს პროგნოზი

რედაქტირება

მადაგასკარის მოსახლეობის ცვლილების პროგნოზის გაეროს საშუალო ვარიანტი.[1]

  • 2015 — 23 852 000
  • 2020 — 27 365 000
  • 2025 — 31 217 000
  • 2030 — 35 333 000
  • 2035 — 39 643 000
  • 2040 — 44 132 000
  • 2045 — 48 782 000
  • 2050 — 53 561 000

მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკა

რედაქტირება

ცხრილი შედგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით. [1]

პერიოდი დაბადებულთა რაოდენობა წელიწადზე გარდაცვლილთა რაოდენობა წელიწადზე ცვლილება წელიწადზე CBR* CDR* NC* TFR* IMR*
1950–1955 212 000 119 000 +93 000 49,0 27,5 +21,5 7,30 181
1955–1960 236 000 125 000 +111 000 48,8 25,8 +23,0 7,30 167
1960–1965 262 000 130 000 +132 000 48,3 24,0 +24,3 7,30 155
1965–1970 295 000 136 000 +159 000 47,9 22,1 +25,7 7,30 143
1970–1975 339 000 145 000 +194 000 48,3 20,6 +27,7 7,30 132
1975–1980 379 000 152 000 +227 000 47,0 18,8 +28,2 7,00 122
1980–1985 388 000 152 000 +237 000 42,2 16,5 +25,7 6,10 111
1985–1990 474 000 173 000 +301 000 45,0 16,4 +28,6 6,30 110
1990–1995 545 000 174 000 +371 000 44,7 14,3 +30,4 6,14 96
1995–2000 609 000 161 000 +448 000 42,8 11,3 +31,5 5,80 76
2000–2005 649 000 143 000 +505 000 39,0 8,6 +30,4 5,28 58
2005–2010 698 000 131 000 +567 000 36,2 6,8 +29,4 4,83 45
* CBR = ახალშობილთა რაოდენობა (ყოველ 1 000 მოსახლეზე); CDR = გარდაცვლილთა რაოდენობა (ყოველ 1 000 მოსახლეზე); NC = ცვლილება (ყოველ 1 000 მოსახლეზე); TFR = საერთო შობადობა (დაბადებულთა რაოდენობა ერთ ქალზე); IMR = ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 დაბადებულზე

CIA-ს მსოფლიოს ფაქტების წიგნის სტატისტიკა

რედაქტირება

ქვემოთ მოცემული დემოგრაფიული სტატისტიკა აღებულია CIA-ს მსოფლიოს ფაქტების წიგნიდან, თუ არ არსებობს სხვა წყარო.[2]

სქესობრივი თანაფარდობა:
ახალშობილებში: 1.03 კაცი/ქალი
15 წლამდე: 1.01 კაცი/ქალი
15-დან 64 წლამდე: 0.98 კაცი/ქალი
65 წლის და მეტის: 0.89 კაცი/ქალი
მთლიან მოსახლეობაში: 0.99 კაცი/ქალი (2000 წლის შეფასებით)

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა:
მთლიანი მოსახლეობის: 59,45 წელი
კაცების: 57,72 წელი
ქალების: 61,33 წელი (2006 წლის შეფასებით)

რელიგია: ადგილობრივი რელიგიები 52%, ქრისტიანი 41%, მაჰმადიანი 7%

ენები: მალაგასიური (ოფიციალური და ეროვნული ენა), ფრანგული (ოფიციალური).

განათლების დონე: 15 წლისა და მეტის შეუძლია წერა და კითხვა
მთლიან მოსახლეობაში: 80%
კაცები: 88%
ქალები: 73% (1990 წლის შეფასებით)

უდიდესი ქალაქები

რედაქტირება

მადაგასკარის უდიდესი ქალაქის ქვეყნის დედაქალაქი ანტანანარივუ. დიდი ქალაქებია ტუამასინა, ანცირაბე, ფიანარანცუა, მაჰაძანგა და ტულიარა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Matthew E. Hules, et al. (2005). The Dual Origin of the Malagasy in Island Southeast Asia and East Africa: Evidence from Maternal and Paternal Lineages. American Journal of Human Genetics, 76:894-901, 2005.