ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაგული ბაქრაძე (დ. 13 ივლისი, 1939, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1960–1961 წლებში იყო ბორჯომის სანატორიუმ „ლიკანის“ ექიმი. 1961–1967 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგი. 1967–1977 ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი 1977 წლიდან არის აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. არის ავტორი 64 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.

1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის „ტრაცეპტონის“ ექსპერიმენტული და კლინიკური შესწავლა.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ახალი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ტრაცეპტინი თბილისი, საბჭ. საქართველო 1971 გვ. 35

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 32

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაგული_ბაქრაძე“-დან