თავისუფლების დიდი ქარტია

(გადამისამართდა გვერდიდან მაგნა კარტა)

თავისუფლების დიდი ქარტია, ასევე მაგნა კარტა (ლათ. Magna Carta Libertatum) — გამოიცა ინგლისში 1215 წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. თავისუფლების დიდი ქარტია თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით. 1215 წ. ინგლისურმა არისტოკრატიამ და სასულიერო პირებმა გაილაშქრეს მეფე ჯონ უმიწაწყლოს წინააღმდეგ, რადგან იგი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და ქარტიის ავტორებმა აიძულეს მეფე, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის რომლითაც გარანტირებული იქნებოდა მათი უფლებები და თავისუფლებები. თავისუფლების დიდი ქარტია ლათინურ ენაზეა შედგენილი და შეიცავს პრეამბულასა და 63 მუხლს. ეს დოკუმენტი დიდი ბრიტანეთის მმართველობის სისტემის ერთგვარი საფუძველია. ინგლისში Magna Carta Libertatum განიხილება, როგორც პირველი საკონსტიტუციო აქტი. დიდი ქარტიის ასლებიდან ორი ინახება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ლონდონში, ლინკოლნის ციხესიმაგრეში და სალისბურის საკათედრო ტაძარში.

Magna Carta
თავისუფლების დიდი ქარტია
ინგლ. Great Charter of Freedoms
ლათ. Magna Carta Libertatum
დეტალები
შექმნის თარიღი 15 ივნისი, 1215[1]

მაგნა კარტა აღიარებულია ინგლისის თავისუფლების ქვაკუთხედად და მიუხედავად იმისა, რომ ის ფეოდალიზმის პერიოდის სამართლებრივი დოკუმენტია, სწორედ მან შექმნა ის საფუძვლები, რომლებმაც წარმოშვეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისუფლების წინაპირობები და განამტკიცეს კანონის უზენაესობას. ქარტიაში ნათქვამია, რომ „ქვემოთ დაწერილი თავისუფლებანი“ ენიჭება სამეფოს ყველა თავისუფალ ადამიანს, რათა „ფლობდნენ მათ“. ქარტიის შედეგად ეკლესია გათავისუფლდა მეფის კონტროლისგან, სასამართლოებს მიენიჭათ დამოუკიდებლობა, აღიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებები და მემკვიდრეობის უფლება, გამოცხადდა გადაადგილების თავისუფლება, აიკრძალა სანქციის გარეშე საკუთარი სახლების ჩხრეკა.[2]

XIII საუკუნე

რედაქტირება
 
მეფე ჯონ უმიწაწყლო ნადირობისას

ქარტიის პირველი სამუშაო ვერსია შეიქმნა კანტერბერის მთავარეპისკოპოსის მიერ, რომელიც ცდილობდა, დაემყარებინა მშვიდობა არაპოპულარულ მეფესა და აჯანყებულ ბარონთა ჯგუფს შორის. ქარტიით იგი დაჰპირდა ეკლესიას, რომ დაცული იქნებოდა მათი უფლებები, ბარონები დაზღვეული იქნებოდნენ უკანონო პატიმრობისგან, სამართლიანობა უფრო სწრაფად იქნებოდა ხელმისაწვდომი და შეიზღუდებოდა სამეფო გვირგვინის ფეოდალური გადასახადები. ცვლილება 25 ბარონის საბჭოს მეშვეობით უნდა განხორციელებულიყოს. თუმცა არცერთმა მხარემ არ აიღო ვალდებულებები და წესდების ანულირება მოახდინა პაპმა ინოკენტი III-მ, რამაც იგი ბარონების პირველ ომამდე მიიყვანა.

 
პაპი ინოკენტი III

ჯონის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე გახდა მცირეწლოვანი ვაჟი ჰენრი III, რომლის რეგენტებიც მართავდნენ ქვეყანას და აღნიშნულმა მმართველობა სასულიერო ხელისუფლებას მოთხოვა, გადაესინჯათ დოკუმენტი. შედეგად, 1216 წელს გამოიცა ქარტიის განახლებული ვერსია, რომელიც აუქმებდა რამდენიმე მუხლს და ძირითადად კერძო საკუთრების უფლებებს ეხებოდა. 1217 წლის ომის დასასრულს დოკუმენტმა შეიძინა სახელი მაგნა კარტა, რათა განესხვავებინათ იგი ტყის მცირე ქარტიისგან, რომელიც ამავე დროს გამოიცა. 1225 წელს ჰენრი III სრულწლოვანი გახდა და ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის ნებართვა მოიპოვა, რის შემდეგაც ხელახლა გამოაქვეყნა ქარტია. სწორედ ქარტიის ეს ვერსია განიხილება ნორმატიული კანონის საწყისად, რომელსაც მხარს უჭერდნენ გვიანი შუა საუკუნეების ინგლისის მეფეები. მისმა ვაჟმა, ედუარდ I-მა, გაიმეორა მამის ინიციატივა 1297 წელს, ამჯერად მან დაადასტურა თავისუფლების დიდი ქარტია როგორც ნაწილი ინგლისის წესდების კანონისა. ქარტია გახდა ინგლისური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და როგორც წესი, ყველა მონარქი ანახლებდა მას მისი მმართველობის პერიოდში, თუმცა დროდადრო ინგლისის ახლანდელმა პარლამენტმა მიიღო სხვადასხვა კანონები და ქარტიამ დაკარგა თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა.

XVI - XVII საუკუნეები

რედაქტირება

XVI საუკუნის მიწურულს მაგნა კარტას მიმართ ინტერესი კვლავ გაიზარდა. იმ დროისთვის იურისტები და ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ ანგლოსაქსების დროს არსებობდა ძველი ინგლისის კონსტიტუცია, რომელიც ადამიანთა ინდივიდუალურ თავისუფლებებს იცავდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ 1066 წლის ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყროპის შედეგად ეს უფლებები გაუქმდა და რომ მაგნა კარტა იყო მათი აღდგენის პოპულარული მცდელობა. ქარტია გახდებოდა პარლამენტის თანამედროვე უფლებამოსილებებისა და იურიდიული პრინციპების აუცილებელი საფუძველი, ისეთი როგორიცაა ჰაბეას კორპუს აქტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული ჩანაფიქრი გაუმართავი იყო, ისეთი იურისტები, როგორიცაა სერ ედუარდ კოკი, მაგნა კარტას ფართოდ იყენებდნენ XVII საუკუნის დასაწყისში სტიუარტის მონარქების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საკუთარ უფლებებს ღვთისგან ბოძებულად მიიჩნევდნენ. ჯეიმზ I და მისი ვაჟი ჩარლზ I აქტიურად ცდილობდნენ, ზეწოლა მოეხდინათ მაგნა კარტა-ს შესახებ განხილვებზე იქამდე ვიდრე საკითხის შესახებ მსჯელობა არ შეამცირა ინგლისის რევოლუციამ 1640-იანი წლებში, რასაც შედეგად მოჰყვა ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯა. მაგნა კარტას პოლიტიკური მითი და ადამიანთა პირადი თავისუფლების დაცვა გაგრძელდა 1688 წლის სახელოვანი რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნემდე. მან გავლენა მოახდინა ადრეულ ამერიკელ კოლონისტებზე ცამეტ კოლონიაში და 1787 წელს ამერიკის კონსტიტუციის ფორმირებაზე, რომელიც გახდა უზენაესი კანონი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ რესპუბლიკაში. ვიქტორიანული ეპოქის ისტორიკოსების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 1215 წლის ორიგინალი ქარტია ეხებოდა უფრო მეტად მონარქსა და ბარონებს შორის შუა საუკუნეების ურთიერთობას, ვიდრე უბრალო ხალხის უფლებებს, მაგრამ ქარტია დარჩა ძლიერ, თვალსაჩინო დოკუმენტად, მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი გაუქმდა წესდებათა წიგნებიდან XIX და XX საუკუნეებში.

XXI საუკუნე

რედაქტირება

მაგნა კარტა დღესაც წარმოადგენს თავისუფლების მნიშვნელოვან სიმბოლოს, რომელსაც ხშირად ახსენებენ პოლიტიკოსები და დიდი პატივისცემით ეპყრობიან ბრიტანული და ამერიკული იურიდიული საზოგადოებები. ლორდმა დენინგმა ის აღწერა როგორც:

 
„ყველა დროის უდიდესი საკონსტიტუციო დოკუმენტი - საფუძველი ინდივიდთა თავისუფლების თვითნებურ დესპოტთა უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ.[3]

XXI საუკუნეში 1212 წელს არსებული თავდაპირველი წესდების ოთხი ნიმუში არსებობს: ორი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ერთი ლინკოლნის ციხესიმაგრეში და ერთი სალისბურის ტაძარში ინახება. ასევე არსებობს რამდენიმე ხელნაწერი წესდება, რომელიც საზოგადოებრივ და კერძო საკუთრებას ეხება, მათ შორისაა 1297 წლის წესდების ასლები როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ავსტრალიაში. თავდაპირველი ქარტიები იწერებოდა პერგამენტის ფურცლებზე, ბუმბულის კალმების გამოყენებით, შუასაუკუნეების ლათინური აბრევიატურებით, რაც იმ დროის იურიდიული დოკუმენტების კონვენცია იყო. თითოეული მათგანი დალუქული იყო სამეფო დიდი ბეჭდით (ფუტკრის ცვილისა და ფისოვანი დასალუქი ცვილით), თუმცა ბეჭდებიდან ძალიან ცოტა გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მოიხსენიებენ მაგნა კარტას 63 დანომრილ „პუნქტს“, ეს არ არის ნუმერაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც შემოიღო სერ უილიამ ბლექსტონმა 1759 წელს. თავდაპირველ წესდებაში შეიქმნა ერთი გრძელი უწყვეტი ტექსტი. ოთხი ორიგინალი 1215 წლის ქარტია ერთად გამოფინეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ერთი დღის განმავლობაში, 2015 წლის 3 თებერვალს, მაგნა კარტას 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შინაარსი

რედაქტირება

ქარტიის ფიზიკური ფორმა

რედაქტირება

ქარტიის მრავალი ნიმუშიდან რამდენიმე ეგზემპლარმა მოაღწია ჩვენამდე და ეს ქარტიები ერთმანეთისგან განსხვავებულია.[4] დოკუმენტები დაწერილია შუა საუკუნეების ლათინურ ენაზე, მკაფიოდ დაწერილი ტექსტით, ცხვრის კანისგან დამზადებულ პერგამენტის ფურცლებზე. მათ დოკუმენტი დალუქეს სამეფო დიდი ბეჭდით, რომელსაც უწოდებენ spigurnel-ს, იგი აღჭურვილი იყო სპეციალური ბეჭდის პრესით, ფუტკრის ცვილისა და ფისების გამოყენებით.[5][6] 1215 წლის წესდებაში ხელმოწერები არ ყოფილა, ხოლო დამსწრე ბარონებმა მას არ დაურთეს საკუთარი ბეჭდები.[7] ტექსტი არ დაიყო აბზაცებად, არც დანომრილ პუნქტებად: ნუმერაციის სისტემა, რომელსაც დღეს იყენებენ, იურისტმა სერ უილიამ ბლექსტონმა შემოიღო 1759 წელს.

მაგნა კარტას მხოლოდ სამი პუნქტი რჩება ინგლისისა და უელსის წესდებაში.[8] ეს პუნქტები ეხება 1) ინგლისური ეკლესიის თავისუფლებას, 2) ქალაქ ლონდონის „უძველეს თავისუფლებებს“ (1215 ქარტიის მე-13 პუნქტი, 1297 წესდება IX მუხლი), და 3) შესაბამისი სამართლებრივი პროცესის უფლებას (1215 ქარტიის 39-ე და მე-40 მუხლები, 1297 წლის წესდების 29-ე მუხლი).[8] დეტალურად ამ პუნქტებში (ნუმერაციის სისტემის გამოყენებით 1297 წ. დებულებიდან) ნათქვამია:

 
„ I. პირველ რიგში, ღმერთს წყალობით, ამ დღევანდელმა ქარტიამ დაადასტურა ჩვენთვის და ჩვენი მემკვიდრეებისთვის უკუნისამდე, რომ ინგლისის ეკლესია თავისუფალი იქნება და მას ექნება მთელი თავისი უფლებები და თავისუფლებები ხელშეუვალი. ჩვენ მივეცით სახელმწიფოსგან თავისუფლება როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს მემკვიდრეებსაც სამუდამოდ. ეს თავისუფლებები არის წერილობით, რომლებიც უნდა გვქონდეს ჩვენ და ჩვენს მემკვიდრეებს საუკუნოდ.

IX. ლონდონის ქალაქს უნდა ჰქონდეს ყველა ძველი თავისუფლება და ჩვეულება, რომლითაც სარგებლობდა აქამდე. უფრო მეტიც, ჩვენ დავავალდებულებთ ყველა სხვა ქალაქს, დაბა – ქალაქს და ხუთი პორტის ბარონს, როგორც ყველა სხვა პორტს, ისარგებლონ ყველა მათი თავისუფლებით და უფასო განბაჟებით.

XXIX. არ შეიძლება თავისუფალი ადამიანის შეპყრობა ან დაპატიმრება, ან მისი დისკრიმინაცია, ან თავისუფლებების აღკვეთა, გადაასახლება, ან განადგურდება უკანონოდ. არ შეიძლება ადამიანის დასჯა კანონის გვერდის ავლით. არ გავყიდით ადამიანებს და არ დავარღვევთ სამართლიანობასა და უფლებას.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Is 15 June 1215 the true date of Magna Carta? Two historians debate
  2. „ინგლისის თავისუფლების დიდი ქარტია“. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  3. Danziger & Gillingham 2004, p. 268.
  4. Breay 2010, p. 37.
  5. Breay 2010, pp. 37–38.
  6. Hindley 1990, p. 143.
  7. Breay 2010, pp. 38–39.
  8. 8.0 8.1 Breay 2010, p. 48.
  9. (Magna Carta) (1297) (c. 9). UK Statute Law Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 September 2007. ციტირების თარიღი: 2 September 2007.