რორაიმა
(გადამისამართდა გვერდიდან მაგიდა-მთა რორაიმა)
რორაიმა (ესპ. Monte Roraima) — ტეპუი ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის სახელმწიფო საზღვარზე. სიმაღლე 2810 მ. მდებარეობს გვიანის ზეგანზე, კანაიმის ეროვნული პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რორაიმას თავზე მუდმივად ღრუბელია. მისი მწვერვალი პლატოა, რომლის ფართობია დაახლოებით 34 კმ². 1884 წელს მთის მწვერვალზე პირველად ავიდა ექსპედიცია სერ ევერარდ თარნის ხელმძღვანელობით. ამ ექსპედიციის წევრთა მონათხრობმა შთააგონა ცნობილ მწერალს, სერ ართურ კონან დოილს, თავისი სათავგადასავლო რომანის, „დაკარგული ქვეყნის“ დაწერა.
რორაიმა | |
---|---|
რორაიმა | |
კოორდინატები: 5°08′36″ ჩ. გ. 60°45′45″ დ. გ. / 5.14333° ჩ. გ. 60.76250° დ. გ. | |
ქვეყანა | ვენესუელა ბრაზილია გაიანა |
სიმაღლე | 2810 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: