მაგალუფი
მაგალუფი — კურორტი ესპანეთში, მდებარეობს ბალეარის კუნძულებზე, კუნძულ მალიორკაზე. ქალაქ პალმა-დე-მაიორკადან 15 კილომეტრში.
მაგალუფი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია კუნძულ მალიორკაზე. გარშემო აკრავს სამი ცნობილი სანაპირო: მალიორკა-ბიჩი, მაგალუფ-ბიჩი და პალმა-ნოვა. კურორტი ცნობილია ღამის კლუბებით (800-ზე მეტი), დისკოტეკებით და ბარ-რესტორნებით. მაგალუფში წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩადის, მათი დიდი ნაწილი სტუმრობს დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და შვეიცარიიდან.
გართობა
რედაქტირებამაგალუფში მდებარეობს მალიორკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი „BCM planet dance“, რომელიც 4000 ადამიანს იტევს.
ისტორია
რედაქტირებაკურორტის მშენებლობა დაიწყო 1950 წელს, როდესაც Cas Saboners ფერმის ადგილას აშენდა პირველი სასტუმრო „Atlantic Hotel“.