ლჰოძე
ლჰოძე — რვაათასიანი მწვერვალი ჰიმალაის მთებში, ჩინეთსა და ნეპალში. სიმაღლის მიხედვით დედამიწის მე-4 მწვერვალი. სიმაღლე 8516 მ. ადმინისტრაციულად მოქცეულია ჩინეთის — ტიბეტის ავტონომიური რეგიონისა და ნეპალის — ქუმბუს რეგიონის საზღვარზე. წარმოადგენს ევერესტის მასივის ნაწილს. უკანასკნელთან დაკავშირებულია სამხრეთი უნაგირათი. აგებულია კრისტალური ქანებით. მთავარ მწვერვალთან ერთად ლჰოძე წარმოდგენილია შედარებით მცირე მწვერვალებით: შუა ლჰოძეთი (8414 მ) და ლჰოძე-შარით (8383 მ). ტიბეტურად ლჰოძე ნიშნავს „სამხრეთის მწვერვალს“.
ლჰოძე | |
---|---|
ლჰოძეს სამხრეთი კალთა | |
კოორდინატები: 27°57′42″ ჩ. გ. 86°56′00″ ა. გ. / 27.96167° ჩ. გ. 86.93333° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი ნეპალი |
სიმაღლე | 8516 მ |
ქედი | მაჰალანგურ-ჰიმალი |
პირველი ასვლა | 18 მაისი 1956 (ფრიც ლუხსინგერი და ერნსტ რაისი) |