ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლუ ვენი (გამარტივებული ჩინურით: 刘雯; ტრადიციული ჩინურით: 劉雯; ინგლ. Liu Wen; დ. 1988 წლის 27 იანვარი) — ჩინელი მოდელი.[1] 2012 წელს The New York Times-მა მას უწოდა „ჩინეთის პირველი ნამდვილი სუპერმოდელი“.[2] ლუ პირველი მოდელია აღმოსავლეთ აზიიდან, რომელმაც გაიარა ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე,[3] ასევე ის პირველი აზიელი მოდელია, რომელიც ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა სიაში მოხვდა.[4] 2017 წელს, ლუ გახდა მეორე ჩინელი მოდელი, რომელმაც American Vogue-ის  გარეკანი დაამშვენა.[5]

ლუ ვენი მილანის მოდის კვირეულზე 2019 წელს.

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ლუ ვენი დაიბადა მუშათა კლასის ოჯახში 1988 წლის 27 იანვარს, იონგჯუში, ჰუნანში.[6] თინეიჯერობის ასაკში დედის რჩევებით მონაწილეობა მიიღო სამოდელო კონკურსში, რის შემდეგაც დაიწყო მისი კარიერა.[7] თავდაპირველად, ლუ თვლიდა, რომ ის ტურისტული გიდი უნდა გამხდარიყო.[8]

ლუმ სამოდელო კარიერა დაიწყო 2005 წელს,[9] როდესაც მონაწილეობა მიიღო the New Silk Road World Model Contest კონკურსზე, რომლის გამარჯვებული გახდა დუ ვანი.[10] მიუხედავად იმისა, რომ ლუ ვენმა კონკურსში გამარჯვება ვერ მოიპოვა, მან დაიწყო სრულ განაკვეთზე მუშაობა მოდელად, რის შედეგადაც მიაღწია წარმატებას და იმუშავა ცნობილ მოდის ჟურნალებთან, როგორიცაა Vogue და Harper’s Bazaar.[9]

2008 წლის თებერვალში, ლუ გამოჩნდა Chinese Vogue-ის ოთხ სტატიაში.[11] იმავე თვეს, მან გახსნა Burberry-ის შოუ და დახურა Trussardi-ის შემოდგომის სეზონი მილანში. ერთ კვირის შემდეგ, მან გაიარა Chanel-ის, Jean Paul Gaultier-ისა და Hermès in Paris-ის შოუებზე.[10] ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში ლუ ვენიმ მონაწილეობა მიიღო 74 შოუზე ნიუ იორკში, პარიზში, მილანსა და ლონდონში.[12]

2009 წელს ლუ გახდა პირველი ჩინელი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret Fashion Show-ზე გაიარა.[13] ასევე მონაწილეობა მიიღო იგივე შოუზე 2010-2012 წლებშიც.[14] ლუ ვიქტორია სეკრეტის  ჩვენებებს 2016, 2017 და 2018 წლებშიც შეუერთდა.[15]

2014 წლის ოქტომბერში ლუ ვენი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც  Apple Watch პირველად წარადგინა საზოგადოების წინაშე ჟურნალ  Vogue China's November 2014 ნომერში.[16]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლუ ფიქრობს, რომ სამოდელო კარიერის შემდეგ, შესაძლოა, იმუშაოს სტილისტად ან გარდაიქმნას მსახიობად, რადგან თვლის, რომ სამოდელო და სამსახიობო სფეროს ბევრი საერთო რამ აქვთ, მაგრამ ის ამჟამად მხოლოდ მოდელობითაა დაკავებული. ლუმ ასევე განაცხადა, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა კარიერის არჩევაზე, იცოდა რომ მოდის დიზაინერად ან სტილისტად მუშაობა შრომატევადი საქმე იქნებოდა, მაგრამ ის ახლა უფრო სერიოზულად ფიქრობს სტილისტი გახდეს, რადგან უნდა რომ გაუზიაროს მსოფლიოს საკუთარი ვინტაჟური და კომფორტული სტილი.[17]

ლუმ პრესასთან არაერთხელ ახსენა, რომ შეყვარებული არ ჰყავს და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „დედაჩემიც კი მეკითხება, თუ სად არის ჩემი შეყვარებული, მაგრამ ამისთვის ზედმეტად დაკავებული ვარ... ჩემი სამუშაო ბევრ მოგზაურობას მოითხოვს, ამიტომ არ შემიძლია შეყვარებულს ვუთხრა... „გთხოვ, დამელოდე, სამუშაოდ უნდა წავიდე“.[2][18]

  1. http://prestigeonline.com/hk/People/Celebrities/SAY-WEN
  2. 2.0 2.1 https://www.nytimes.com/2012/03/18/t-magazine/liu-wen-visits-china.html
  3. http://www.fashionmodeldirectory.com/news/models/the-milliondollar-babes.htm
  4. https://www.forbes.com/pictures/eimi45mdj/no-5-liu-wen/
  5. https://edition.cnn.com/style/article/vogue-diverse-cover-trnd/index.html
  6. http://www.fashionmodeldirectory.com/models/Liu_Wen
  7. https://web.archive.org/web/20180629074229/https://www.askmen.com/celebs/women/model/liu-wen/
  8. https://edition.cnn.com/2011/09/30/living/liu-wen-supermodel/index.html
  9. 9.0 9.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-08. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
  10. 10.0 10.1 https://www.fashionmodeldirectory.com/models/Liu_Wen/
  11. https://nymag.com/fashion/models/lwen/liuwen/ დაარქივებული 2019-12-08 საიტზე Wayback Machine.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-06. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
  13. https://www.fashionmodeldirectory.com/news/models/the-milliondollar-babes.htm
  14. https://www.thecut.com/2009/11/liu_wen_is_the_first_asian_mod.html
  15. http://www.glamour.com/story/asian-models-walking-victorias-secret-fashion-show-2016
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-15. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-18. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
  18. https://www.prestigeonline.com/hk/
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუ_ვენი“-დან